1. ორი ან მეტი მხარის კომპეტენტურ ორგანოებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეუძლიათ შექმნან ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი განსაზღვრული მიზნისთვის და შეზღუდული ვადით, რომელიც ამ ჯგუფის შემქმნელ ერთ ან რამდენიმე მხარე-სახელმწიფოში, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება იქნეს გაგრძელებული გამოძიების გატარების მიზნით. ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება შეთანხმებით.
საერთო საგამოძიებო ჯგუფი შეიძლება შეიქმნეს, თუ:
ა. მხარის მიერ სისხლის სამართლის დანაშუალზე გატარებული გამოძიება საჭიროებს რთულ და საპირისპირო გამოძიებებს, რომელიც დაკავშირებულია სხვა მხარეებთან;
ბ. რამდენიმე მხარე წარმართავს გამოძიებას სისხლის სამართლის დანაშაულზე, სადაც საქმის გარემოებები აუცილებლად საჭიროებს მონაწილე მხარეების კოორდინირებულ მოქმედებას;
მოთხოვნა საერთო საგამოძიებო ჯგუფის შექმნის შესახებ შეიძლება იქნეს შესრულებული ნებისმიერი დაინტერესებული მხარის მიერ. ჯგუფი იქმნება ერთ წევრ-სახელმწიფოში, რომლის ტერიტორიაზეც ივარაუდება გამოძიების ჩატარება.
2. კონვენციის მე-14 მუხლის შესაბამისი დებულებების მონაცემებზე დამატებით, მოთხოვნა ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შექმნის შესახებ შეიცავს წინადადებას ჯგუფის შემადგენლობის შესახებ.
3. ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი მოქმედებს იმ მხარის ტერიტორიაზე, რომელმაც შექმნა ეს ჯგუფი შემდეგი პირობების შესაბამისად:
ა. ჯგუფის ხელმძღვანელი არის კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენილი, რომელიც მონაწილეობას იღებს მხარის იმ სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებაში, რომლის ტერიტორიაზეც მოქმედებს ჯგუფი. ჯგუფის ხელმძღვანელი მოქმედებს მისი კომპეტენციის ფარგლებში შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ. ჯგუფი ახორციელებს ოპერაციებს იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც ის მოქმედებს. ჯგუფის წევრები და წარგზავნილი (სეკონდირებული) წევრები ასრულებენ თავიანთ დავალებებს „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირის ხელმძღვანელობით, და ითვალისწინებენ იმ პირობებს, რომლებიც დადგენილია საკუთარი ორგანოების მიერ ჯგუფის შექმნის შესახებ შეთანხმებაში;
გ. მხარე, რომლის ტერიტორიაზეც მოქმედებს ჯგუფი, გაატარებს აუცილებელ საორგანიზაციო ზომებს ოპერაციების ჩასატარებლად.
4. ამ მუხლში, საერთო საგამოძიებო ჯგუფის წევრები იმ მხარე-სახელმწიფოდან, რომლის ტერიტორიაზეც მოქმედებს ჯგუფი, იწოდებიან როგორც „წევრები“, იმ დროს, როდესაც მონაწილეები სხვა მხარე-სახელმწიფოდან იწოდებიან, როგორც „წარგზავნილი (სეკონდირებული) წევრები“.
5. საერთო საგამოძიებო ჯგუფის წარგზავნილ (სეკონდირებული) წევრებს უფლება აქვთ დაესწრონ იმ საგამოძიებო ზომების განხორციელებას, რომელიც მიმდინარეობს ოპერაციების განმახორციელებელი მხარის მიერ. თუმცა, ჯგუფის ხელმძღვანელს შეუძლია, გარკვეული მიზეზების საფუძველზე, მიიღოს სხვაგვარი გადაწყვეტილება იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც მოქმედებს ჯგუფი.
6. ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის წარგზავნილ (სეკონდირებული) წევრებს იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს ოპერაციები, შესაძლოა, ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ დაევალოთ გარკვეული საგამოძიებო ზომების გატარება, თუ ეს ზომები მოწონებული იქნება ოპერაციის გამტარებელი მხარის კომპეტენტური ორგანოებისა და წამგზავნი მხარის მიერ.
7. თუ ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფისთვის აუცილებელია ჯგუფის იმ ერთ-ერთი შემქნელი მხარის ტერიტორიაზე საგამოძიებო ზომების გატარება, ამ მხარის მიერ წარგზანილ ჯგუფის წევრებს შეუძლიათ მოსთხოვონ თავის კომპეტენტურ ორგანოებს ასეთი ზომების გატარება. ამგვარი ზომები ამ მხარისთვის ითვლება დამტკიცებულ პირობად, რომლებიც შეიძლება იქნეს გამოყენებული, თუ მათი მიღება იქნება აუცილებელი შიდა გამოძიებისათვის.
8. თუ ჯგუფს ესაჭიროება იმ მხარის დახმარება, რომელიც არ არის ამ ჯგუფის შემქნელი, ან მესამე სახელმწიფოს დახმარება, მოთხოვნა დახმარების შესახებ შეიძლება იქნეს გადაცემული ოპერაციის გამტარებელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მეორე სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტურ ორგანოსადმი მოქმედი დოკუმენტებისა და შეთანხმებების შესაბამისად.
9. ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის წარგზავნილ (სეკონდირებული) წევრს შეუძლია, მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში, მიაწოდოს ჯგუფს იმ მხარისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია, რომელმაც წარგზავნა აღნიშნული პირი ჯგუფის მიერ ჩატარებული სისხლის სამართლის გამოძიებისთვის.
10. ერთობლივი საგამოძებო ჯგუფის წევრისა ან წარგზავნილი (სეკონდირებული) წევრის მიერ კანონიერად მიღებული ინფორმაცია, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი შესაბამისი მხარის კომპეტენტური ორგანოებისთვის სხვა გზით, შეიძლება იქნეს გამოყენებული შემდეგი მიზნებისთვის:
ა. იმ მიზნებისთვის, რისთვისაც ჯგუფი იქნა შექმნილი;
ბ. ინფორმაციის მიმღები მხარის წინასწარი თანხმობის არსებობისას, როდესაც ინფომრაცია ხელმისაწვდომია სხვა სისხლის სამართლის დანაშაულის გახსნის, გამოძიებისა და სამართალწარმოებისთვის. თანხმობაზე შეიძლება უარი ითქვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარმა გამოყენებამ შესაბამისი მხარის ტერიტორიაზე შეიძლება საფრთხე შეუქმნას სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებას, ან რომლის მიმართაც მხარემ შეიძლება უარი თქვას ურთიერთდახმარების გაწევაზე;
გ. საზოგადოების უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებული და სერიოზული საფრთხის აცილებისთვის, ასევე „ბ“ ქვეპუნქტის დებულებების დაურღვევლად, სისხლის სამართლის გამოძიების შემდგომი გახსნის შემთხვევაში;
დ. სხვა მიზნებისთვის ჯგუფის შემქმნელ მხარეებს შორის შეთანხმებების ფარგლებში.
11. ეს მუხლი ზიანს არ აყენებს სხვა ნებისმიერ დებულებებს ან შეთანხმებებს ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფების შექმნისა და მოქმედების შესახებ.
12. შესაბამისი მხარეების კანონმდებლობის ან მათ შორის მოქმედი ნებისმიერი იურიდიული დოკუმენტების დებულებების მიხედვით, შეთანხმება შეიძლება იქნეს მიღწეული იმ პირებს შორის, გარდა მხარეების კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებისა, რომლებმაც შექმნეს ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი მათ საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად. უფლებები, რომლებსაც ფლობენ ჯგუფის წევრები ან წარგზავნილი (სეკონდირებული) წევრები ამ მუხლის შესაბამისად, არ ენიჭებათ ამ პირებს, თუ შეთანხმებით ნათლად არ არის დადგენილი სხვაგვარა