1. თუ ერთი მხარის თანამდებობის პირები მოქმედებენ მეორე მხარის ტერიტორიაზე მე-17, მე-18, მე-19 ან 20 მუხლების შესაბამისად, პირველი მხარე პასუხს აგებს ნებისმიერ ზიანზე, რომელიც მიყენებული იქნება მისი თანამდებობის პირთა მიერ ოპერაციების განხორციელების დროს, სამოქმედო ტერიტორიის კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მხარეს, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა 1 პუნქტში აღნიშნული ზიანის მიყენება, შეუძლია აანაზღაუროს ზიანი იმ პირობების შესაბამისად, რომლებიც გამოიყენება აღნიშნული ზიანის მიმართ და გამოწვეულია მხარის თანამდებობის პირთაგან.
3. მხარე, რომლის წარმომადგენლებმაც ზიანი მიაყენეს ნებისმიერ პირს მეორე მხარის ტერიტორიაზე, ვალდებულია სრული ოდენობით აუნაზღაუროს ამ უკანასკნელს თანხები, რომელიც გაცემულია დაზარალებულ პირთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
4. მესამე მხარეების მიერ თავიანთი უფლებები ხელყოფის გარეშე, გარდა წინამდებარე მუხლის მე–3 პუნქტისა, პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ყოველი მხარე უარს ამბობს მეორე მხარის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე.
5. წინამდებარე მუხლი მოქმედებს, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულა