1. კონვენციის ან მისი ნებისმიერი ოქმის შესაბამისად შესრულებული მოთხოვნის შედეგად, ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის გადაცემული პერსონალური მონაცემები შეიძლება იქნეს გამოყენებული მათი მიმღები მხარის მიერ, გარდა:
ა. სამართალწარმოებითი მიზნებისა, რომლებზეც ვრცელდება კონვენცია ან მისი რომელიმე ოქმი;
ბ. სხვა სასამართლო ან ადმინისტრაციული პროცედურებისა, რომლებიც პირდაპირ კავშირშია „ა“ პუნქტში აღნიშნულ სამართალწარმოებასთან;
გ. საზოგადოებრივი უსაფრთხოების პირდაპირი და სერიოზული საფრთხის თავიდან აცილების შემთხვევისა.
2. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ხასიათის მონაცემები შეიძლება იქნეს გამოყენებული სხვა მიზნებისთვის, თუ წინასწარ მიღებულია მონაცემების ან მისი სუბიექტის გადამცემი მხარის თანხმობა.
3. ნებისმიერ მხარეს შეუძლია უარი თქვას მონაცემების გადაცემაზე, რომლებიც მიღებულია კონვენციის ან მისი ოქმების შესაბამისი მოთხოვნის შესრულების შედეგად,თუ:
– ამგვარი მონაცემები დაცულია მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით;
– მხარისათვის, რომელსაც გადაეცემა მონაცემები, არ არის სავალდებულო 1981 წლის 28 იანვარს ქ.სტრასბურგში დადებული კონვენცია „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“, თუ უკანასკნელი მხარე თანახმა არ იქნება უზრუნველყოს მონაცემების ისეთი დაცვა, როგორც ეს მოთხოვნილია პირველი მხარის მიერ.
4. ნებისმიერ მხარეს, რომელიც გადასცემს პერსონალურ მონაცემებს, მიღებულს კონვენციის ან მისი ოქმების შესაბამისი მოთხოვნის შესრულების შედეგად, უფლება აქვს მოითხოვოს მონაცემების მიმღები მხარისგან ინფორმაცია აღნიშნული მონაცემების გამოყენების შესახებ.
5. ნებისმიერ მხარეს შეუძლია განცხადებით მიმართოს ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს და მოითხოვოს, რომ იმ პროცედურების ფარგლებში, რომლებშიც მას შეუძლია უარი თქვას ან შეზღუდოს პერსონალური მონაცემების გადაცემა ან გამოყენება კონვენციის ან მისი ოქმების დებულებების შესაბამისად, მეორე მხარისთვის გადაცემული პერსონალური მონაცემები არ იქნეს გამოყენებული ამ უკანასკნელის მიერ წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის, წინასწარი თანხმობის გარეშ