1. ნებისმიერ სახელმწიფოს, ხელმოწერის ან სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის დეპონირებისას, შეუძლია მიუთითოს ტერიტორია ან ტერიტორიები, რომელზეც ვრცელდება ამ ოქმის მოქმედება.
2. ნებისმიერ სახელმწიფოს, ნებისმიერ დროს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი განცხადების მეშვეობით, შეუძლია გაავრცელოს ამ ოქმის მოქმედება განცხადებაში მითითებულ ნებისმიერ ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიისთვის ოქმი ძალაში შედის სამთვიანი ვადის გასვლიდან, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიერ ასეთი განცხადების მიღების შემდგომი თვის პირველ დღეს.
3. ზემოხსენებული ორი პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ნებისმიერ ტერიტორიასთან მიმართებაში, რომელიც მითითებულია ამ განცხადებაში, შეიძლება იქნეს უკან გამოთხოვილი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი შეტყობინების გზით. განცხადების გამოთხოვა ძალაში შედის სამთვიანი ვადის გასვლიდან, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიერ ასეთი განცხადების მიღების შემდგომი თვის პირველ დღე