1. დათქმები, რომლებიც გაკეთებულია მხარის მიერ კონვენციის ან მისი ოქმის ნებისმიერ დებულებასთან მიმართებით, ასევე გავრცელდება წინამდებარე ოქმზე, თუ მხარე სხვაგვარად არ განაცხადებს ხელმოწერის ან სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის დეპონირებისას. იგივე პირობები გავრცელდება ნებისმიერ განცხადებაზე, რომელიც გაკეთებულია კონვენციასა და მის ოქმთან დაკავშრებით.
2. ნებისმიერ სახელმწიფოს, ხელმოწერის ან სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის დეპონირებისას, შეუძლია განაცხადოს, რომ ის სარგებლობს უფლებით არ მიიღოს მე–16, მე-17, მე-18, მე-19 და მე–20 მუხლებიდან ერთი ან რამდენიმე, სრულად ან ნაწილობრივ. დაუშვებელია ნებისმიერი სხვა დათქმის გაკეთება.
3. ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია, სრულად ან ნაწილობრივ გააუქმოს წინა პუნქტების შესაბამისად გაკეთებული დათქმა, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სახელზე განცხადების გაგზავნის მეშვეობით, რომელიც ძალაში შედის ევრისაბჭოს გენერალური მდივნის მიერ ამ განცხადების მიღების თარიღიდან.
4. ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელმაც გააკეთა დათქმა ამ ოქმის ნებისმიერ მუხლთან მიმართებაში, როგორც ეს მითითებულია მე-2 პუნქტში, არ შეუძლია მოითხოვს ამ მუხლის სხვა მხარის მიერ გამოყენება. მიუხედავა ამისა, თუ მხარის დათქმა ნაწილობრივია ან პირობითი, მას შეუძლია, მოითხოვოს ამგვარი დებულების გამოყენება იმდენად, რამდენადაც ეს მის მიერ არის მიღებულ