1. დაუშვებელია ამ კონვენციის ნებისმიერი დებულების მიმართ რაიმე დათქმის გაკეთება, მე-2 და მე-3 პუნქტებში გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა.
2. ნებისმიერ სახელმწიფოს ან ევროპის კავშირს შეუძლია, კონვენციის ხელმოწერის ან მისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების დოკუმენტების დეპონირების დროს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე წარდგენილი განცხადებით გააცხადოს, რომ იგი იტოვებს უფლებას, არ გამოიყენოს, ან გამოიყენოს მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში ან პირობებში, ის დებულებები, რომლებიც ჩამოყალიბებულია:
- 30-ე მუხლის მე-2 პუნქტში;
- 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში, მე-3 და მე-4 პუნქტებში;
- 55-ე მუხლის პირველ პუნქტში 35-ე მუხლთან მიმართებაში, რომელიც ეხება ნაკლებად მძიმე დანაშაულს;
- 58-ე მუხლში 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლებთან მიმართებაში;
- 59-ე მუხლში.
3. ნებისმიერ სახელმწიფოს ან ევროპის კავშირს შეუძლია, კონვენციის ხელმოწერის ან მისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების დოკუმენტების დეპონირების დროს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე წარდგენილი განცხადებით, გააცხადოს, რომ იგი იტოვებს უფლებას, გაითვალისწინოს არასისხლისსამართლებრივი სანქციები, სისხლისსამართლებრივი სანქციების ნაცვლად, 33-ე და 34-ე მუხლებში მითითებულ ქცევებთან დაკავშირებით.
4. ნებისმიერ მხარეს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს დათქმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე წარდგენილი განცხადებით. განცხადება ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ მისი მიღების თარიღიდა