1. არაუგვიანეს კონვენციის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთებისა, ან 61-ე მუხლის შესაბამისად დეკლარაციის გაკეთებისას, ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს ერთი ან მეტი დათქმა მე-2(2), მე-20(2), 30-ე(8), 44-ე(3) და 55-ე(3) მუხლებთან მიმართებით. დაუშვებელია სხვა სახის დათქმების გაკეთება.
2. ნებისმიერ სახელმწიფოს, ნებისმიერ დროს შეუძლია მის მიერ გაკეთებული დათქმის უკან გამოხმობა. უკან გამოხმობის შესახებ ინფორმაცია უნდა ეცნობოს დეპოზიტარს.
3. დათქმა კარგავს იურიდიულ ძალას მე-2 პუნქტში განსაზღვრული წესის მიხედვით შეტყობინების გაგზავნიდან სამი თვის გასვლის შემდგომ მომდევნო თვის პირველ დღეს.
4. ამ მუხლის მიხედვით გაკეთებულ დათქმებს არ აქვთ ნაცვალგების ძალა, გარდა მე-2 (2) მუხლით გათვალისწინებული დათქმის