1. მე-2(3), მე-11(1) „ზ“, მე-16(1), 24-ე(1), 30-ე(7), 44-ე(1) და (2), 59-ე(3) და 61-ე(1) მუხლებით გათვალისწინებული დეკლარაციები შეიძლება გაკეთდეს ხელმოწერის, რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დროს, ან მას შემდეგ ნებისმიერ დროს, და მათში შესწორების შეტანა ან მათი გამოხმობა დასაშვებია ნებისმიერ დროს.
2. დეკლარაციების, მათი ცვლილებების და გამოხმობის შესახებ ინფორმაცია უნდა ეცნობოს დეპოზიტარს.
3. ხელმოწერის, რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დროს გაკეთებული დეკლარაცია ძალაში შედის მოცემული სახელმწიფოსთვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თანადროულად.
4. შემდგომ გაკეთებული დეკლარაცია და დეკლარაციაში ნებისმიერი ცვლილება ან მისი უკან გამოხმობა ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან სამი თვის გასვლის შემდგომ მომდევნო თვის პირველ დღე