8. განაცხადს თან ერთვის შემდეგი დოკუმენტები:
ა. 10(1) „ა“ მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი განცხადების მიზნისთვის და:
25-ე მუხლის შესაბამისად:
□
გადაწყვეტილების სრული ტექსტი (მუხლი 25(1)„ა“)
□
გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ამონაწერი ან რეზიუმე; (მუხლი 25(3)„ბ“) (შესაძლებლობის შემთხვევაში)
□
დოკუმენტი, რომელიც ადგენს, რომ გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას იმ სახელმწიფოში, სადაც ის არის გამოტანილი, ხოლო ადმინისტარციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება აკმაყოფილებს 19(3) მუხლით გათვალისწინებულ პირობებს, თუკი ამ სახელმწიფოს 57-ე მუხლის შესაბამისად არ აქვს მითითებული, რომ მისი ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებები ყოველთვის აკმაყოფილებენ აღნიშნულ პირობებს (მუხლი 25(1) ბ)) ან 25(3) გ) მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში
□
იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ გამოცხადდა სხდომაზე და არ იყო წარმოდგენილი სამართალწარმოების პროცესში იმ ქვეყანაში, სადაც ეს გადაწყვეტილებაა მიღებული, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოპასუხე მხარე იყო სათანადო წესით გაფრთხილებული სასამართლო სხდომის გამართვისა და სამართალწარმოების პროცესის მიმდინარეობის თაობაზე და ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო მონაწილეობა სამართალწარმოების პროცესში, ან დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ მოპასუხე მხარეს სათანადოდ ეცნობა სასამართლო გადაწყვეტილების მიღების თაობაზე და ჰქონდა შესაძლებლობა, წარედგინა საჩივარი გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე (მუხლი 25 (1)„გ“)
□
საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია კონკრეტული თანხა, რომელიც მართებს მოვალეს და ასევე ამ თანხის დაანგარიშების თარიღი (მუხლი 25(1) „დ“)
□
საჭიროებისას, იმ გადაწყვეტილებისათვის, რომელიც ითვალისწინებს ავტომატურ შესწორებას ინდექსაციით, დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია შესაბამისი დაანგარიშებისათვის აუცილებელი ინფორმაცია (მუხლი 25(1) „ე“)
□
საჭიროების შემთხვევაში, ის დოკუმენტაცია, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია, თუ რა ფარგლებში მიიღო უფასო იურიდიული დახმარება განმცხადებელმა სახელმწიფოში, სადაც მიღებულია გადაწყვეტილება (მუხლი 25(1) „ვ“)
30(3) მუხლის შესაბამისად:
□
რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმების სრული ტექსტი (მუხლი 30(3) „ა“)
□
დოკუმენტი რომელიც ადგენს, რომ კონკრეტული რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელშიც ის არის შესრულებული (მუხლი 30(3) „ბ“)
□
განაცხადის თანმხლები სხვა ნებისმიერი დოკუმენტი (მაგ. მოთხოვნის შემთხვევაში, დოკუმენტი 36(4) მუხლის მიზნისთვის)
ბ. 10(1) „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და (2) „ა“, „ბ“ ან „გ“ მუხლების შესაბამისად წარმოდგენილი განცხადების მიზნებისთვის, დამხმარე დოკუმენტების შემდეგი რაოდენობა (გადაცემის ფორმის და განცხადების გარდა) 11(3) მუხლის შესაბამისად: