1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის 58-ე მუხლით განსაზღვრული ხელმოწერის, მიღების ან დამტკიცების თაობაზე მეორე სარატიფიკაციო სიგელის დეპონირებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.

2. ამის შემდეგ, კონვენცია ძალაში შედის -

ა) თითოეული სახელმწიფოსათვის ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებისათვის, რომლებიც ახდენენ 59-ე (1)  მუხლით დადგენილი წესით კონვენციის რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას,  სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელის დეპონირებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ, მომდევნო თვის პირველ დღეს;

ბ) 58-ე (3) მუხლის შესაბამისად, თითოეული სახელმწიფოს ან  ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციისთვის, იმ პერიოდის დასრულების მომდევნო დღეს, რომლის განმავლობაშიც შეიძლებოდა  წინააღმდეგობის გამოთქმა 58-ე (5)  მუხლის შესაბამისად;

გ) იმ ტერიტორიული ერთეულისთვის, რომელზეც წინამდებარე კონვენცია გავრცელდა  61-ე მუხლის შესაბამისად, ამ მუხლში მითითებული შეტყობინებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ მომდევნო  თვის პირველ დღე