1. კონვენცია გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც -
ა) თხოვნის შემსრულებელი სახელმწიფოს ცენტრალურმა ორგანომ შუამდგომლობა მიიღო მე-7 მუხლის ან III თავის ფარგლებში, მას შემდეგ, რაც თხოვნის გამომგზავნ და თხოვნის შემსრულებელ სახელმწიფოებს შორის ეს კონვენცია შევიდა ძალაში;
ბ) თხოვნის შემსრულებელი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხზე მიიღო თხოვნა უშუალოდ განმცხადებელი პირისგან მას შემდეგ, რაც ეს კონვენცია ძალაში შევიდა გადაწყვეტილების მიმღებ და თხოვნის შემსრულებელ სახელმწიფოებს შორის.
2. ამ კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოებისათვის, რომლებიც ასევე არიან 48-ე მუხლში მოხსენიებული რომელიმე ალიმენტის საკითხთან დაკავშირებული კონვენციის წევრები, და თუ წინამდებარე კონვენციით განსაზღვრული ცნობისა და აღსრულების პირობების თანახმად, ვერ ხორციელდება გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება იმ მიზეზით, რომ ეს გადაწყვეტილება გამოტანილია წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლამდე, თუმცა ეს გადაწყვეტილება წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლამდე დაექვემდებარებოდა ცნობასა და აღსრულებას მისი გამოტანის პერიოდისათვის ამ ქვეყანაში მოქმედი წინარე ალიმენტის საკითხთან დაკავშირებით მიღებული კონვენციის დებულებების მიხედვით, მაშინ ამ ქვეყნებს შორის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხთან მიმართებით გამოიყენება გადაწყვეტილების გამოტანის პერიოდისათვის, 48-ე მუხლში მოხსენიებული ალიმენტის საკითხთან დაკავშირებით არსებული, ძალაში მყოფი საერთაშორისო ხელშეკრულების დებულებები.
3. თხოვნის მიმღები სახელმწიფო ამ კონვენციის ფარგლებში არ არის ვალდებული ცნოს და აღასრულოს გადაწყვეტილება ან რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმება, რომელთა მიხედვით ვალდებულების შესრულების ვადა დადგა ამ თხოვნის გამომგზავნ სახელმწიფოსა და თხოვნის შემსრულებელ სახელმწიფოთა შორის კონვენციის ძალაში შესვლამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ალიმენტის გადახდა წარმოიშობა მშობელსა და შვილს შორის არსებული ურთიერთობიდან იმ პირთა მიმართ, რომელთაც ჯერ არ შესრულებიათ 21 წელ