1. წინამდებარე კონვენციით ხელი არ უნდა შეეშალოს თხოვნის ინიციატორ სახელმწიფოსა და თხოვნის მიმღებ სახელმწიფოს შორის მოქმედი ხელშეკრულების, შეთანხმების ან საერთაშორისო ინსტრუმენტის გამოყენებას, ან იმ ნაცვალგების შეთანხმებას, რომელიც მოქმედებს მათ შორის და თუ ის ითვალისწინებს -

ა) ალიმენტის შესახებ გადაწყვეტილებების ცნობისათვის უფრო ფართო საფუძვლებს, კონვენციის 22-ე მუხლის ვ) ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობებისათვის ზიანის მიუყენებლად;

ბ) გამარტივებულ, უფრო დაჩქარებულ პროცედურებს რჩენის ვალდებულების თაობაზე გადაწყვეტილებების ცნობის ან ცნობისა და  აღსრულების საკითხებს;

გ) მე-14-17 მუხლებით გათვალისწინებულზე უფრო ხელსაყრელ იურიდიულ დახმარებას; ან

დ) ისეთ წესებს, რომელთა მეშვეობითაც თხოვნის ინიციატორი სახელმწიფოდან განმცხადებელს უფლება ეძლევა, მოთხოვნა წარადგინოს უშუალოდ, პირდაპირ იმ სახელმწიფოს ცენტრალური ხელისუფლების ორგანოში, რომელმაც უნდა განიხილოს შუამდგომლობა.

2. წინამდებარე კონვენცია ხელს არ უშლის თხოვნის მიმღებ სახელმწიფოს, გამოიყენოს  შიდა კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს ამ მუხლის 1-ელი  პუნქტის ა) – გ) ქვეპუნქტებში მითითებულ პირობებთან შედარებით უფრო ეფექტურ საშუალებას. თუმცა, რაც შეეხება ამ მუხლის 1-ელი  პუნქტის ბ) ქვეპუნქტში მითითებულ გამარტივებულ, უფრო დაჩქარებულ პროცედურებს, ისინი უნდა შეესაბამებოდეს 23-ე და 24-ე მუხლებით გარანტირებულ უფლებებს, კერძოდ, მხარეთა უფლებას, იყვნენ სათანადოდ ინფორმირებულები სასამართლო პროცესის თაობაზე და სათანადო წესით წარმოდგენილი ამ სასამართლო პროცესზე, და ასევე ადმინისტრაციული საჩივრისა თუ სააპელაციო საჩივარზე განხილვის შედეგების მიწოდება იყოს უზრუნველყოფილ