1. წინამდებარე კონვენცია გავლენას არ ახდენს იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებზე, რომლებიც გაფორმებულია წინამდებარე კონვენციამდე, რომლის მხარეებიც არიან იგივე ხელშემკვრელი სახელმწიფოები და შეიცავენ წინამდებარე კონვენციით რეგულირებულ მსგავს საკითხებს.

2. ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია ერთ ან მეტ სახელმწიფოსთან გააფორმოს შეთანხმებები, რომლებიც შეეხება წინამდებარე კონვენციის დებულებებით რეგულირებულ საკითხებს, რომელთა მიზანია წინამდებარე კონვენციის გამოყენების პირობების გაუმჯობესება, იმ შემთხვევაში, თუ ეს შეთანხმებები შესაბამისობაში მოვა წინამდებარე კონვენციის მიზნებთან და ამოცანებთან, და თუ ეს ხელს არ შეუშლის წინამდებარე კონვენციის დებულებების გამოყენებას სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში. იმ სახელმწიფოებმა, რომლებსაც გაფორმებული აქვთ ასეთი შეთანხმება, მისი ასლი უნდა გადაუგზავნონ წინამდებარე კონვენციის დეპოზიტარს.

3. ამ მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტები ასევე ვრცელდება ნაცვალგების შეთანხმებებზე და  სპეციალური კავშირის მქონე სახელმწიფოების მიერ შექმნილ უნიფიცირებულ კანონებზე.

4. წინამდებარე კონვენცია გავლენას არ ახდენს ამ კონვენციის ხელშემკვრელი მხარის ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციის ინსტრუმენტების გამოყენებაზე, რომლებიც მიღებულია წინამდებარე კონვენციის გაფორმების შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე კონვენციით დარეგულირებულ საკითხებზე ასეთი ორგანიზაციის საერთაშორისო ინსტრუმენტი გავლენას არ ახდენს ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებისა და  წინამდებარე კონვენციის სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოებთან ურთიერთობაზე  წინამდებარე კონვენციის დებულებების გამოყენების ფარგლებში.  რაც შეეხება ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა შორის გადაწყვეტილებების  ცნობის ან აღსრულების საკითხს, წინამდებარე კონვენცია გავლენას არ ახდენს ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციის წესებზე, იმის მიუხედავად, ისინი კონვენციის გაფორმებამდეა მიღებული თუ მის შემდე