1. მე-3 თავით გათვალისწინებული განცხადებების გაკეთებისას, ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს,  როგორც ცალკეულ შემთხვევებში, ისე ზოგადად, შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ თხოვნის მიმღები ქვეყნის სახელმწიფო ენაზე თარგმანი შეიძლება შესრულდეს თავად იმ სახელმწიფოში, რომელსაც ეგზავნება მოთხოვნა, ორიგინალი დოკუმენტის ენიდან ან ნებისმიერი სხვა შეთანხმებული ენიდან. თუ შეთანხმება არ არსებობს და თხოვნის გამგზავნ ცენტრალურ ხელისუფლების ორგანოს არ შეუძლია შეასრულოს 44-ე მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, მაშინ განცხადება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები შეიძლება გადაიგზავნოს თხოვნის მიმღებ სახელმწიფოში ინგლისური ან ფრანგული თარგმანით, თხოვნის შემსრულებელი სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე შემდგომი თარგმნის მიზნით.

2. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობისას თარგმანის ხარჯი უნდა გაიღოს თხოვნის გამომგზავნმა სახელმწიფომ, თუკი დაინტერესებული სახელმწიფოების ცენტრალური ორგანოები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

3. მე-8 მუხლის მიუხედავად, თხოვნის გამგზავნ ცენტრალურ ორგანოს შეუძლია განმცხადებელს დააკისროს განცხადების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების თარგმნის ხარჯები, გარდა იმ შემთხვევებისა,  როდესაც ეს ხარჯები შეიძლება დაიფაროს  სამართლებრივი დახმარების სისტემის ფარგლებშ