1. რჩენის ვალდებულებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის ან გადაწყვეტილების მოდიფიკაციის მოთხოვნის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, კონვენცია არ კრძალავს პირის მიერ იმ საშუალებების გამოყენების შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც ამ პირს აქვს უფლება, ამ სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის თანახმად, მიმართოს უშუალოდ  უფლებამოსილ ორგანოს კონვენციით გათვალისწინებულ საკითხებზე, მათ შორის მე-18 მუხლში  მოხსენიებულ საკითხებზე.

2. გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ხელშემკვრელი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსათვის პირდაპირ, უშუალოდ მიმართვის შემთხვევაში, გამოიყენება კონვენციის მე-14 (5)  მუხლი და მე-17 მუხლის ბ) ქვეპუნქტი, ასევე   V, VI, VII თავები და ამ თავით გათვალისწინებული დებულებები, გარდა  მე-40(2), 42-ე, 43-ე (3), 44-ე (3), 45-ე და 55-ე მუხლებისა.

3. ამ მუხლის მე-2  პუნქტის მიზნებისათვის, მე-2 (1) ა) ქვეპუნქტი გამოიყენება ალიმენტის გადახდის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც ეხება მოცემული ქვეპუნქტით განსაზღვრულ ასაკზე უფროს, მოწყვლად პირს, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიღებულია მანამ, სანამ ამ პირს შეუსრულდებოდა  განსაზღვრული ასაკი და ეს გადაწყვეტილება ითვალისწინებდა  ალიმენტის გადახდას მისი შეზღუდული შესაძლებლობების გამო განსაზღვრული ასაკის მიღწევის შემდეგა