1. ხელშემკვრელ სახელმწიფოებს რეკომენდაცია ეძლევათ, მათ შორის საერთაშორისო შეთანხმების მეშვეობით, ხელი შეუწყონ არსებული ყველაზე ხარჯეფექტური და ეფექტიანი მეთოდების გამოყენებას ალიმენტის სახით გადასახდელი ფინანსური სახსრების გადარიცხვის მიზნით.
2. იმ ხელშემკვრელმა სახელმწიფომ, რომლის კანონმდებლობითაც ფულადი სახსრების გადარიცხვა იზღუდება, წინამდებარე კონვენციის ფარგლებში ამოღებული ფულადი სახსრების გადარიცხვას უნდა მიანიჭოს პრიორიტეტული მნიშვნელობა.