1. ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გადარიცხვას.
2. საჯარო სკოლის მიერ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს − საგანმანათლებლო რესურსცენტრის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს − რესურსცენტრის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გავლით სამინისტროში წარმოდგენილი დასაბუთებული მოთხოვნისა და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, აგრეთვე, იმ შემთხვევაში თუ სკოლას საბანკო ანგარიშზე არ გააჩნია შესაბამისი ფინანსური სახსრები სამინისტრო უზრუნველყოფს კორექტირების ფარგლებში საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გადარიცხვა