1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიერ საჯარო სკოლებისათვის ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომ – მართვის სისტემა), შესაბამისი თვის (გარდა სექტემბრისა და იანვრის თვეებისა) 10 რიცხვის მდგომარეობით, ზოგადი განათლების  მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, შესაბამისი თვის 15 რიცხვამდე უზრუნველყოფს სამინისტროსათვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eflow) საშუალებით შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას ორ დანართად:

ა) დანართი №1:

ა.ა) საჯარო სკოლის დასახელება და საჯარო სკოლის საიდენტიფიკაციო კოდი;

ა.ბ) საჯარო სკოლის საბანკო რეკვიზიტები;

ა.გ) საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მინიშნება, ჩართულია, თუ არა დაგროვებით საპენსიო სქემაში, სქემით განსაზღვრული სტატუსი, შესაბამისი საათობრივი დატვირთვის და კუთვნილი შრომის ანაზღაურების გაანგარიშებული ოდენობის მითითებით.

ბ) დანართი №2:

ბ.ა) საჯარო სკოლის დასახელება და საჯარო სკოლის საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ.ბ) საჯარო სკოლის საბანკო რეკვიზიტები;

ბ.გ) საჯარო სკოლის თითოეული სპეციალური მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მინიშნება, ჩართულია თუ არა დაგროვებით საპენსიო სქემაში, სქემით განსაზღვრული სტატუსი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რაოდენობისა, რომელთაც ასწავლის და კუთვნილი შრომის ანაზღაურების გაანგარიშებული ოდენობის მითითებით.

2. მართვის სისტემა ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდებას ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

3. სამინისტრო ივლისისა და აგვისტოს თვეებში საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გადარიცხვისას ხელმძღვანელობს მართვის სისტემის მიერ ივნისის თვეში სამინისტროსათვის მიწოდებული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციით.

4. სამინისტრო სექტემბერის თვეში საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გადარიცხვისას ხელმძღვანელობს მართვის სისტემის მიერ აგვისტოს თვეში სამინისტროსათვის მიწოდებული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციით.

5. სამინისტრო იანვრის თვეში საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გადარიცხვისას ხელმძღვანელობს მართვის სისტემის მიერ დეკემბრის თვეში სამინისტროსათვის მიწოდებული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციით.

6. სამინისტრო, მართვის სისტემის მიერ ივლისისა და აგვისტოს თვეებში სამინისტროსათვის მოწოდებული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, აკორექტირებს წარმოქმნილ განსხვავებას და გადარიცხავს ივლისისა და აგვისტოს თვეებისათვის საჯარო სკოლებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გადარიცხულ დამატებითი დაფინანსების მოცულობასა და საჯარო სკოლებისათვის ივლისისა და აგვისტოს თვის გადასარიცხ დამატებითი დაფინანსების მოცულობას შორის სხვაობას.

7.  საჯარო სკოლებისათვის სექტემბრის თვის ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით, მართვის სისტემა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე – წინა სასწავლო წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით და ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ – 25 სექტემბრის მდგომარეობით, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდებას არაუგვიანეს 29 სექტემბრისა, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლისათვის ერთსა და იმავე საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში – წინა სასწავლო წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით  არსებული საათობრივი დატვირთვა და ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ 25 სექტემბრის მდგომარეობით არსებული საათობრივი დატვირთვა. ხოლო, თითოეული სპეციალური მასწავლებლისათვის ერთსა და იმავე საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში – წინა სასწავლო წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით  არსებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რაოდენობა და ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ 25 სექტემბრის მდგომარეობით არსებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რაოდენობა.

8. საჯარო სკოლებისათვის იანვრის თვის ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით, მართვის სისტემა სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე – წინა სემესტრის 10 დეკემბრის მდგომარეობით და სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყების შემდეგ – 25 იანვრის მდგომარეობით, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდებას არაუგვიანეს 29 იანვრისა, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლისათვის ერთსა და იმავე საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე პერიოდში – წინა სემესტრის 10 დეკემბრის მდგომარეობით  არსებული საათობრივი დატვირთვა და სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყების შემდეგ 25 იანვრის მდგომარეობით არსებული საათობრივი დატვირთვა. ხოლო, თითოეული სპეციალური მასწავლებლისათვის ერთსა და იმავე საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე პერიოდში – წინა სემესტრის 10 დეკემბრის მდგომარეობით  არსებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რაოდენობა და სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყების შემდეგ 25 იანვრის მდგომარეობით არსებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რაოდენობა.

9. სამინისტრო, მართვის სისტემის მიერ ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად  მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, აკორექტირებს წარმოქმნილ განსხვავებას და გადარიცხავს ამ მუხლის მე-4 და მე-5 ქვეპუნქტების შესაბამისად იანვრისა და სექტემბრის თვეებისთვის საჯარო სკოლებისათვის გადარიცხულ დამატებითი დაფინანსების მოცულობასა და საჯარო სკოლებისათვის იანვრისა და სექტემბრის თვეების გადასარიცხ დამატებითი დაფინანსების მოცულობას შორის სხვაობას.

10. ამ მუხლის პირველი, მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები ითვალისწინებს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში საჯარო სკოლის მიერ ასახულ ინფორმაციას საჯარო სკოლის მასწავლებლის ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და დროებითი შრომისუუნარობის შესახე