1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებით დადგენილი „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ გათვალისწინებით, საჯარო სკოლებს ყოველთვიურად გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება თითოეული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის  თანამდებობრივი სარგოს ხარჯების დასაფინანსებლად. ასევე, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატის ხარჯების დასაფინანსებლად.

2. საჯარო სკოლებს, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი დაფინანსების გარდა, ყოველთვიურად გამოეყოფა დამატებით დაფინანსება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანი, დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით და ასევე, საჯარო სკოლის მასწავლებლის ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და დროებითი შრომისუუნარობის გამო, დამატებითი ანაზღაურების სახით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო და დანამატებ