თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს მიანიჭებს უფლებას თავისუფლად გადარიცხონ, პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მგზავრების, ფოსტისა და ტვირთის გადაყვანა-გადაზიდვის შედეგად მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს შორის განსხვავება ნებისმიერ თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის,  თითოეული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი სავალუტო რეგულაციების შესაბამისად, და ზოგადად, თითოეული ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და რეგულაციების გათვალისწინებით.

იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის მოქმედებს შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის  თავიდან აცილების შესახებ სპეციალური შეთანხმება, უპირატესი ძალა მიენიჭება იმ შეთანხმების დებულებებ