თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაციიების გამართვა ფრენის უსაფრთხოების იმ სტანდარტების შესახებ, რომლებსაც იყენებს მეორე ხელშემკვრელი მხარე საავიაციო მოწყობილობებთან, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან, საჰაერო ხომალდთან და მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში. კონსულტაციები ჩატარდება ამგვარი მოთხოვნიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.
2. თუ აღნიშნული კონსულტაციების შემდეგ, ერთი ხელშემკვრელი მხარე დაასკვნის, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე ეფექტიანად ვერ უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სფეროებში უსაფრთხოების სტანდარტების შესრულებასა და განხორციელებას, კონვენციით იმ დროისთვის დადგენილი სტანდარტების (ICAO-ს სტანდარტები) შესაბამისად, პირველი ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს აცნობებს ამგვარი დასკვნებისა და იმ ზომების შესახებ, რომელთა გატარებაც აუცილებელია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტების შესრულების მიზნით. ამის შემდგომ, მეორე ხელშემკვრელი მხარე შეთანხმებულ ვადებში მიიღებს შესაბამის გამასწორებელ ზომებს.
3. კონვენციის 33-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების მიუხედავად, შეთანხმებულია, რომ ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს მიერ, ან მისი სახელით ექსპლუატირებული ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელიც ახორციელებს გადაყვანა-გადაზიდვებს მეორე მხარის ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნისას, შეიძლება დაექვემდებაროს მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ შემოწმებას ბორტზე ან საჰაერო ხომალდის ირგვლივ, საჰაერო ხომალდისა და მისი ეკიპაჟის დოკუმენტაციის ნამდვილობისა და საჰაერო ხომალდისა და მისი მოწყობილობების რეალური მდგომარეობის დადგენის მიზნით (ამ მუხლში „საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმება“), იმ პირობით, თუ ეს არ გამოიწვევს საჰაერო ხომალდის უმართებულოდ დაყოვნებას.
4. თუ საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმება ან ბაქანზე შემოწმებები იწვევს:
სერიოზულ ეჭვს, რომ საჰაერო ხომალდი ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია არ შეესაბამება კონვენციით იმ დროისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს; ან
სერიოზულ ეჭვს, რომ კონვენიით იმ დროისთვის დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტიანად შესრულებასა და განხორციელებაში არსებობს ხარვეზები, იმ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ახორციელებს შემოწმებას, შეუძლია დაასკვნას, რომ, კონვენციის 33-ე მუხლის მიზნებისთვის, მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც გაიცა ან ნამდვილად გამოცხადდა საჰაერო ხომალდებისა და საფრენი ეკიპაჟის მოწმობები ან ლიცენზიები, ან მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, არ შეესაბამება, ან არ აღემატება კონვენციით დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
5. თუ, წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების მიზნით წვდომის უზრუნველყოფაზე უარს განაცხადებს ეს ავიასაწარმო, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ივარაუდოს, რომ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული სერიოზული ეჭვის საფუძველი და გამოიტანოს ამ პუნქტში მითითებული შესაბამისი დასკვნები.
6. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეაჩეროს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების საექსპლუატაციო ნებართვა იმ შემთხვევაში, თუ პირველი ხელშემკვრელი მხარე ბაქანზე შემოწმების, ან შემოწმებების, ასევე ბაქანზე შემოწმების მიზნით წვდომაზე უარის თქმის, კონსულტაციების შედეგად, ან რაიმე სხვა საფუძვლით დაასკვნის, რომ ავიასაწარმოს ექსპლუატაციის უსაფრთხოებისათვის აუცილებელია გადაუდებელი მოქმედება.
ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ მუხლის მე-2 ან მე-6 პუნქტების შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი ქმედება შეწყდება, როგორც კი აღარ იარსებებს ამგვარი ქმედების საფუძველ