თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეთანხმებული მომსახურების განხორციელების მიზნით, უფლება აქვს დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ავიასაწარმო და გააუქმოს ან შეცვალოს ნებისმიერი ამგვარი ავიასაწარმოს დანიშვნა, ან სხვა ავიასაწარმოთი ჩაანაცვლოს მანამდე დანიშნული ავიასაწარმო. ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარეს წერილობით აცნობებს დანიშვნებისა და მათი ცვლილებების თაობაზე.

ამგვარი დანიშვნის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ,  მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება დაუყოვნებლივ მიანიჭებენ დანიშნულ ავიასაწარმოებს შესაბამის საექსპლუატაციო ნებართვებს, იმ პირობით თუ:

ავიასაწარმოების საკონტროლო პაკეტს ფლობს, და მათ ფაქტიურ კონტროლს ახორციელებს ავიასაწარმოების დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე, ამ ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები, ან ორივე;

ავიასაწარმოების დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე ასრულებს წინამდებარე შეთანხმების მე-9 მუხლისა და მე-10 მუხლის დებულებებს; და

დანიშნული ავიასაწარმოები აკმაყოფილებს კანონებითა და რეგულაციებით დადგენილ სხვა პირობებს, რომლებიც, როგორც წესი, გამოიყენება საერთაშორისო ხაზების ექსპლუატაციისას იმ ხელშემკვრელი მხარის მიერ, რომელიც განიხილავს განაცხადს.

ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიციო ორგანოებს შეუძლიათ მოსთხოვონ მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს იმის დასაბუთება, რომ მას შეუძლია შეასრულოს კანონებითა და რეგულაციებით დადგენილი ის პირობები, რომლებიც, როგორც წესი, სათანადოდ  გამოიყენება საერთაშორისო ავიხაზების ექსპლუატაციისას აღნიშნული ორგანოების მიერ, კონვენციის დებულებათა შესაბამისად.

დანიშვნისა და ნებართვის მიღების შემდეგ, ავიასაწარმოს  ნებისმიერ დროს შეუძლია თითოეული შეთანხმებული მომსახურების განხორციელების დაწყება იმ პირობით, თუ  ეს ავიასაწარმო ასრულებს წინამდებარე შეთანხმების დებულებებს, ისევე როგორც  საექსპლუატაციო ნებართვებთან დაკავშირებულ სახელმწიფო მოთხოვნებს, მათი არსებობის შემთხვევაშ