თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს ანიჭებს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებს, რაც მათ მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს  დანართში მითითებულ მარშრუტებზე (შემდგომში „დადგენილი  მარშრუტები“) შეთანხმებული მომსახურების დაწესებისა და განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.

თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები ისარგებლებენ შემდეგი უფლებებით:

განახორციელონ გადაფრენა მეორე ხელშემკვრელი მხარის  ტერიტორიაზე დაფრენის გარეშე;

განახორციელონ დაფრენა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე არაკომერციული მიზნებით; და

განახორციელონ დაფრენა მეორე ხელშემკვრელი მხარის  ტერიტორიაზე, მგზავრების, ბარგის, ტვირთისა და ფოსტის ცალ-ცალკე ან კომბინირებულად ჩასხდომა/ჩატვირთვის და/ან გადმოსხდომა/გადმოტვირთვის მიზნით, შეთანხმებული მომსახურების განხორციელებისას;

თითოეული ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმო(ები),  წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლში მითითებული ავიასაწარმოების გარდა, ასევე სარგებლობენ ამ მუხლის მე-2(a) და მე-2(b) ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებებით.

წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს იგი ერთი ხელშემკვრელი  მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს ანიჭებდეს პრივილეგიურ უფლებას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ანაზღაურების სანაცვლოდ, ბორტზე აიყვანოს მგზავრები და აიტანოს ბარგი, ტვირთი ან ფოსტა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მდებარე სხვა პუნქტში გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით.

თუ შეიარაღებული კონფლიქტების, პოლიტიკური არეულობის ან მოვლენების,  ან განსაკუთრებული და ექსტრემალური  გარემოებების გამო, ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოები ვერ ახერხებენ ხაზების ექსპლუატაციას  თავიანთი რეგულარული  მარშრუტის გამოყენებით, მეორე ხელშემკვრელი მხარე მაქსიმალურად ეცდება უზრუნველყოს ამგვარი ხაზების უწყვეტი ექსპლუატაცია მარშრუტების დროებით რეორგანიზაციის გზით, ხელშემკვრელ მხარეთა ერთობლივი  გადაწყვეტილების საფუძველზ