1. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ ითვალისწინებს,a) ტერმინი „საავიაციო ხელისუფლება“ საქართველოსთან მიმართებაში ნიშნავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ხოლო კორეის რესპუბლიკასთან მიმართებაში – მიწის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტროს; ან ორივე შემთხვევაში, ნებისმიერ პირს ან ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს ნებისმიერი ფუნქცია, რომელსაც ითვალისწინებს წინამდებარე შეთანხმება;

b) ტერმინი „შეთანხმებული მომსახურება“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების დანართში განსაზღვრულ მარშრუტებზე რეგულარულად განხორციელებულ საერთაშორისო საჰაერო შეთანხმებულ მომსახურებებს მგზავრების, ბარგის, ტვირთის და ფოსტის ტრანპორტირების მიზნით, ცალ-ცალკე ან ნებისმიერი კომბინაციით;

c) ტერმინი „შეთანხმება“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმებას, წინამდებარე შეთანხმების დანართს, და მათში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებას;

d) ტერმინი „კონვენცია“ ნიშნავს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ 1944 წლის დეკემბრის მეშვიდე დღეს  ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილ კონვენციას და მოიცავს ამ კონვენციის 94-ე მუხლის შესაბამისად მიღებულ ნებისმიერ დანართს, და დანართებში ამ კონვენციის 90-ე და 94-ე მუხლების შესაბამისად შეტანილ ნებისმიერ ცვლილებას, იმ პირობით, რომ აღნიშნული დანართები ან ცვლილებები ძალაშია ორივე ხელშემკვრელილ მხარისთვის;

e) ტერმინი „საჰაერო მიმოსვლა“ , „ავიასაწარმო“ , „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა“ და „არაკომერციული მიზნით შეჩერება“ გამოიყენება ჩიკაგოს კონვენციის 96-ე მუხლით განსაზღვრული შესაბამისი მნიშვნელობებით;

f) ტერმინი „დანიშნული ავიასაწარმო“ ნიშნავს ავიასაწარმოებს, რომლებიც დანიშნულია და აღჭურვილია შესაბამისი უფლებამოსილებით წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად;

g) ტერმინი „ტარიფები“ ნიშნავს მგზავრების, ბარგისა და ტვირთის გადაყვანა-გადაზიდვისთვის დადგენილ ფასებს და ამ ფასების გამოყენების პირობებს, საფოსტო გადაზიდვის საფასურისა და პირობების გარდა;

h) ტერმინს „ტერიტორია“ სახელმწიფოსთან მიმართებაში გააჩნია  ჩიკაგოს კონვენციის მე-2 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა;

i) ტერმინი „მომხმარებლის გადასახადი“ ნიშნავს  გადასახადს, რომელიც  კომპეტენტური  ორგანოების  მიერ,  ან მათი  ნებართვით,  უწესდება  ავიასაწარმოებს თავიანთი საჰაერო ხომალდების, მათი ეკიპაჟის, მგზავრების, ბარგისა და ტვირთის აეროპორტის ინფრასტრუქტურით, ქონებით და/ან სანავიგაციო  საშუალებებით, მათ შორის, შესაბამისი  მომსახურებებით ან მოწყობილობებით უზრუნვლყოფისთვის;

j) ტერმინი „დატვირთვა“ საჰაერო ხომალდთან მიმართებაში ნიშნავს ამ საჰაერო ხომალდის მარგი ტვირთის წონას მარშრუტზე ან მარშრუტის მონაკვეთზე;

k) ტერმინი „დატვირთვა“ შეთანხმებულ მომსახურებასთან მიმართებაში ნიშნავს ამგვარი მომსახურების განხორციელების მიზნით ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ტევადობას, რომელიც მრავლდება საჰაერო ხომალდის მიერ მოცემული პერიოდის განმავლობაში მარშრუტზე ან მარშრუტის მონაკვეთზე შესრულებული ფრენების სიხშირეზე;

l)  ტერმინი „გადაყვანა-გადაზიდვა“ ნიშნავს მგზავრების, ტვირთისა და ფოსტის გადაყვანა-გადაზიდვას;

m) ტერმინი „დადგენილი მარშრუტი“ ნიშნავს მარშრუტებს, რომლებიც მოცემულია წინამდებარე შეთანხმების დანართის „მარშრუტების განრიგში“; და

n) ტერმინი „დანართი“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების დანართს, ან დანართს შეთანხმების მე-19 მუხლის დებულებების თანახმად  შეტანილი ცვლილებებით. დანართი წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ყველა მითითება შეთანხმებაზე მოიცავს მითითებას დანართზე, თუ სხვაგვარად არ არის მკაფიოდ მითითებულ