ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული ან ნამდვილად აღიარებული და მოქმედი ფრენის ვარგისობის სერტიფიკატები, საკვალიფიკაციო მოწმობები და ლიცენზიები, შეთანხმებული მომსახურების განხორციელების მიზნით მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ასევე ნამდვილად იქნება აღიარებული, იმ პირობით თუ ამგვარი სერტიფიკატებისა და ლიცენზიების გაცემისა და ნამდვილობის აღიარების  მოთხოვნები შეესაბამება ან აღემატება კონვენციით დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.

მიუხედავად ზემოთქმულისა, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ინარჩუნებს უფლებას არ აღიაროს თავის ტერიტორიაზე გადაფრენის მიზნით მეორე ხელშემკვრელი მხარის ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მიერ თავის მოქალაქეებისთვის გაცემული ან ნამდვილად აღიარებული საკვალიფიკაციო მოწმობები და ლიცენზიები.

თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული ან ნამდვილად აღიარებული სერტიფიკატებით ან ლიცენზიებით გათვალისწინებული პრივილეგიები ან პირობები განსხვავდება კონვენციით დადგენილი სტანდარტებისგან, იმის მიუხედავად წარედგინა თუ არა ეს განსხვავება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია, ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად პირველი ხელშემკვრელი მხარისთვის მინიჭებული უფლებების შეუზღუდავად,  მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებასთან წინამდებარე შეთანხმების მე-17 მუხლის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ პრაქტიკაში სიცხადის შეტანის მიზნი