ერთი ხელშემკვრელი მხარის თითოეულ დანიშნულ  ავიასაწარმოს  უფლება აქვს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გახსნას  ოფისები საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეწყობისა და სამგზავრო დოკუმენტების, ასევე საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელებისათვის საჭირო სხვა დამატებითი პროდუქტებისა და საშუალებების გაყიდვის მიზნით.

ერთი ხელშემკვრელი მხარის თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეიყვანოს და შესაბამისი პირობებით უზრუნველყოს საკუთარი ხელმძღვანელი,  კომერციული, ოპერატიული, გაყიდვების, ტექნიკური და სხვა პერსონალი და წარმომადგენლები, რომლებიც მას შესაძლოა დასჭირდეს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

დანიშნულ ავიასაწარმოს, საკუთარი არჩევნისამებრ,  შეუძლია წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პერსონალისა და წარმომადგენლების სახით მიავლინოს  ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეობის მქონე თავისივე პერსონალი, ან გამოიყენოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი იმ ავიასაწარმოს, ორგანიზაციის ან კომპანიის   მომსახურება, რომელიც უფლებამოსილია გასწიოს ასეთი მომსახურება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.

თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ  თავად ან, საკუთარი არჩევნისამებრ,  აგენტების მეშვეობით გაყიდონ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მომსახურება და მასთან დაკავშირებული პროდუქტები და საშუალებები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე. ამ მიზნით, დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ გამოიყენონ თავიანთი სამგზავრო დოკუმენტაცია. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავისაწარმოებს უფლება აქვთ გაყიდონ, ხოლო ნებისმიერ პირს ექნება უფლება შეისყიდოს ამგვარი გადაყვანა-გადაზიდვები და მასთან დაკავშირებული პროდუქტები და საშუალებები ადგილობრივ ან ნებისმიერ სხვა თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში.

ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავისაწარმოებს უფლება აქვთ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გაწეული ადგილობრივი ხარჯები დაფარონ ადგილობრივი ვალუტით,  ან, თუ ეს შესაბამისობაშია მის კანონებსა და რეგულაციებთან – ნებისმიერი სხვა თავისუფლად კონვერტირებად ვალუტით.

თითოეული ხელშემკვრელი მხარე გამოიყენებს ICAO-ს მიერ შემუშავებულ ქცევის კოდექსს თავისი ტერიტორიის ფარგლებში დაჯავშნის კომპიუტერული სისტემის რეგულირებისა და გამოყენების მიზნით, რაც შესაბამისობაში იქნება დაჯავშნის კომპიუტერული სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებულ სხვა წესებსა და ვალდებულებებთან.

ერთი ხელშემკვრელი მხარის თითოეულ დანიშნულ  ავიასაწარმოს უფლება აქვს, ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, თავად შეასრულოს სახმელეთო მომსახურება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და, საკუთარი არჩევნისამებრ, უზრუნველყოს სახმელეთო მომსახურების მთლიანად ან ნაწილობრივ გაწევა ნებისმიერი აგენტის მიერ, რომელსაც გააჩნია მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვა.

ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უფლებების განხორციელება ექვემდებარება მხოლოდ ფიზიკურ ან ოპერაციულ შეზღუდვებს, რაც გამომდინარეობს აეროპორტის უშიშროების ან უსაფრთხოების ინტერესებიდან. ნებისმიერი შეზღუდვა გამოიყენება ერთგვაროვანი წესით, და იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი პირობებით, რომლებიც შეზღუდვების შემოღების დროს ვრცელდება ანალოგიური საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განმახორციელებელ  ნებისმიერ ავიასაწარმოზე.

ყველა ზემოხსენებული საქმიანობა განხორციელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონებისა და რეგულაციების  შესაბამისა