1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს უფლება აქვს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გახსნას ოფისები საჰაერო გადაზიდვების ხელშეწყობისა და სამგზავრო დოკუმენტების, ასევე საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელებისათვის საჭირო დამხმარე პროდუქტებისა და საშუალებების გაყიდვის მიზნით, მეორე ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს ნებას რთავს:
a. მის ტერიტორიაზე შეიყვანოს და შესაბამისი პირობებით უზრუნველყოს პერსონალის წევრები, რომლებიც არ არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები, მენეჯერული, კომერციული, ტექნიკური და ოპერატიული ფუნქციების შესასრულებლად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საჰარეო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელება ამ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად. უცხო ქვეყნის მოქალაქეობის ან მოქალაქეების არმქონე პირების დასაქმებისას და მუშაობის ნებართვების გაცემისას, ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნული ავიასაწარმოები, ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, თავისუფლდებიან დამქირავებლის ვალდებულებისგან დაიცვან უცხოელ და საკუთარ მოქალაქეებს შორის თანაფარდობა, როგორც ამას არეგულირებს მეორე ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა;
b. გამოიყენოს მის ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის, კომპანიის ან ავიასაწარმოს პერსონალი და მომსახურება, რომელიც უფლებამოსილია გასწიოს ასეთი მომსახურება.
3. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ თავად ან საკუთარი არჩევანისამებრ, აგენტების მეშვეობით გაყიდონ საჰაერო გადაზიდვის მომსახურება და მასთან დაკავშირებული პროდუქტები და საშუალებები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე. ამ მიზნით, დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ გამოიყენონ თავიანთი სამგზავრო დოკუმენტაცია. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავისაწარმოს უფლება აქვს გაყიდოს, ხოლო ნებისმიერ პირს უფლება აქვს შეისყიდოს ამგვარი გადაზიდვები და მასთან დაკავშირებული პროდუქტები და საშუალებები ადგილობრივ ან ნებისმიერ სხვა თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, ხელშემკვრელ მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავისაწარმო(ებ)ს უფლება აქვს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე გაწეული ადგილობრივი ხარჯები დაფაროს ადგილობრივი ვალუტით თუ ეს შესაბამისობაშია ადგილობრივ სავალუტო რეგულაციებთან, და/ან ნებისმიერი სხვა თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით, ხელშემკვრელ მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ყველა ზემოხსენებული საქმიანობა უნდა შესრულდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისა