1. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული ან ვარგისად აღიარებული და ჯერ კიდევ ძალაში მყოფი სერტიფიკატები, მოწმობები და ლიცენზიები, მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეთანხმებული მომსახურების ექსპლუატაციისთვის ვარგისად იქნება აღიარებული, ყოველთვის იმ პირობით, თუ ამგვარი სერტიფიკატების, მოწმობების და ლიცენზიების გაცემისა და ვარგისად ჩათვლის მოთხოვნები შეესაბამება ან უტოლდება კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.

2. მიუხედავად ზემოთქმულისა, თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას არ აღიაროს თავის ტერიტორიაზე გადაფრენის მიზნით მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ თავის მოქალაქეებისთვის გაცემული საკვალიფიკაციო მოწმობები და ლიცენზიები.

3. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული ან ნამდვილად აღიარებული სერტიფიკატებით ან ლიცენზიებით გათვალისწინებული პრივილეგიები ან პირობები განსხვავდება კონვენციით დადგენილი სტანდარტებისგან, იმის მიუხედავად წარედგინა თუ არა ეს განსხვავება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას, მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოს შეუძლია, მე-10(2) მუხლის თანახმად პირველი ხელშემკვრელი მხარისთვის მინიჭებული უფლებების შელახვის გარეშე, მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოსთან მე-18 მუხლის შესაბამისად, რათა დარწმუნდეს, რომ ზემოაღნიშნული პრაქტიკა მათთვის მისაღებია. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნა მიღწეული დამაკმაყოფილებელი შეთანხმება, გამოყენებული იქნება ამ შეთანხმების მე-4 მუხლის პირველი პუნქტ