1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას უფლება აქვს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოსთან მიმართებაში გააუქმოს საექსპლუატაციო სერტიფიკატი, შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა ან ამგვარი უფლებებით სარგებლობასთან დაკავშირებით დროებით ან მუდმივ საფუძველზე დააწესოს ისეთი პირობები, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ:

a. იმ შემთხვევაში, თუ ეს ავიასაწარმო არ ასრულებს იმ სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, რომლებიც, როგორც წესი, და გონივრულობის ფარგლებში, გამოიყენება კონვენციის შესაბამისად ამ უფლებების მიმნიჭებელი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოს მიერ; ან

b. იმ შემთხვევაში, თუ ეს ავიასაწარმო სხვაგვარად ვერ ასრულებს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს; ან

c. მას არ აქვს მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნული ავიასაწარმოს საქმიანობის ძირითადი ადგილი მისი დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზეა და ის ფლობს აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემულ ექსპლუატანტის სერტიფიკატს;

d. ამ შეთანხმების მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად;

e. ნებისმიერ ისეთ შემთხვევაში, როდესაც მეორე ხელშემკვრელი მხარე ვერ ატარებს სათანადო ზომებს უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ამ შეთანხმების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად; ან

f. ნებისმიერ ისეთ შემთხვევაში, როდესაც მეორე ხელშემკვრელი მხარე ვერ ასრულებს იმ გადაწყვეტილებას ან პირობას, რომელიც წარმოიქმნება წინამდებარე შეთანხმების მე-19 მუხლის გამოყენებისას.

2. თუ ამ მუხლის (1) პუნქტში მითითებული საექსპლუატაციო ნებართვის დაუყოვნებლივ გაუქმება და უფლებებით სარგებლობის შეჩერება აუცილებელი არ არის ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და რეგულაციების შემდგომი დარღვევის თავიდან ასაცილებლად, ამგვარი უფლებებით სარგებლობა მოხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოსთან კონსულტაციების ჩატარების შემდეგ, როგორც ეს გათვალისწინებულია მე-18 მუხლით.

3. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ზომების განხორციელების შემთხვევაში, მეორე ხელშემკვრელ მხარეს არ შეეზღუდება მე-19 მუხლით გათვალისწინებული უფლებებ