ან შეზღუდვა
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას ექნება უფლება, გააუქმოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საექსპლუატაციო უფლებამოსილება, შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების უფლებებით სარგებლობა ან ამ უფლებებით სარგებლობისას მოსთხოვოს მას, დროებით ან მუდმივად, ისეთი პირობების შესრულება, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ:
a) იმ შემთხვევაში, თუ ეს ავიასაწრმო არ ასრულებს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის იმ მოთხოვნებს, რომლებიც ჩვეულებრივ და გონივრულად გამოიყენება იმ ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლების მიერ, რომელიც კონვენციის შესაბამისად ანიჭებს მას ამ უფლებებს; ან
b) იმ შემთხვევაში, თუ ეს ავიასაწარმო ვერ ახორციელებს ექსპლუატაციას წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად; ან
c) მას არ აქვს მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნული ავიასაწარმოს საქმიანობის ძირითადი ადგილი მისი დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზეა და ის ფლობს აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემულ ექსპლუატანტის სერტიფიკატს;
d) ამ შეთანხმების მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად;
e) ნებისმიერ ისეთ შემთხვევაში, როდესაც მეორე ხელშემკვრელი მხარე ამ შეთანხმების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად არ ატარებს სათანადო ზომებს უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად; ან
f) ნებისმიერ ისეთ შემთხვევაში, როდესაც მეორე ხელშემკვრელი მხარე არ შეასრულებს იმ გადაწყვეტილებას ან პირობას, რომელიც წარმოიქმნება წინამდებარე შეთანხმების მე-20 მუხლის გამოყენებისას.
2. თუ ამ მუხლის (1) პუნქტში აღნიშნული საექსპლუატაციო უფლებამოსილების გაუქმება, შეჩერება ან პირობების შესრულების მოთხოვნა საჭიროა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შემდგომი დარღვევის თავიდან ასაცილებლად, მაშინ ამ უფლებით სარგებლობა ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებასთან კონსულტაციების ჩატარების შემდეგ, როგორც ეს მე-19 მუხლით არის გათვალისწინებული.
3. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ზომების განხორციელება არ უნდა ზღუდავდეს მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის მე-20 მუხლით მინიჭებულ უფლებებ