1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს, ტერმინი:
a) „საავიაციო ხელისუფლება“ საქართველოსთან მიმართებით ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ხოლო ომანის სასულთნოსთან მიმართებით ნიშნავს ომანის სასულთნოს სამოქალაქო ავიაციის საჯარო ხელისუფლებას; ან ორივე შემთხვევაში, ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფუნქცია;
b) „შეთანხმებული მომსახურება“ ნიშნავს საქართველოსა და ომანის სასულთნოს შორის და მათი სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ საერთაშორისო საჰაერო მომსახურებას მგზავრების, ტვირთის, ბარგის და ფოსტის გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით, ცალ-ცალკე ან ნებისმიერი სხვა კომბინაციით;
c) „შეთანხმება“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმებას, მის დანართებს, ასევე ამ დანართებისა და შეთანხმების ნებისმიერ შესწორებებს, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს;
d) ტერმინებს „საჰაერო მიმოსვლა“, „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა“, „ავიასაწარმო“ და „არაკომერციული მიზნებით შეჩერება“ აქვთ ჩიკაგოს კონვენციის 96-ე მუხლით მინიჭებული შესაბამისი მნიშვნელობები;
e) „კონვენცია“ ნიშნავს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად ღია კონვენციას და მოიცავს ნებისმიერ დანართს, რომელიც მიღებულ იქნა ამ კონვენციის 90-ე მუხლის შესაბამისად, და დანართების ან კონვენციის ნებისმიერ შესწორებას მისი 90-ე და 94-ე მუხლების მიხედვით; რამდენადაც ეს დანართები და ცვლილებები ძალაში შევიდა ან რატიფიცირებულ იქნა ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ;
f) „დანიშნული ავიასაწარმო“ ნიშნავს ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს, რომლებიც წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის თანახმად არიან დანიშნულნი და უფლებამოსილებით აღჭურვილნი;
g) „ინტერმოდალური საჰაერო ტრანსპორტი“ ნიშნავს ცალ-ცალკე ან ნებისმიერი კომბინაციით მგზავრების, ბარგის, ტვირთისა და ფოსტის საჯარო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელებას საჰაერო ხომალდისა და ერთი ან მეტი სახეობის სატრანსპორტო საშუალებით, გადაყვანა-გადაზიდვის ღირებულების ან დაქირავების საფუძველზე;
h) „მარკეტინგული გადამზიდველი“ ნიშნავს ავიასაწარმოს, რომელიც ახორციელებს საჰაერო ტრანსპორტირებას სხვა ავიასაწარმოს საშუალებით, ზიარი კოდის გამოყენებით;
i) „საექსპლუატაციო გადამზიდველი“ ნიშნავს ავიასაწარმოს, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას საჰაერო ტრანსპორტირების უზრუნველყოფის მიზნით – შეიძლება ფლობდეს საჰაერო ხომალდს ან ლიზინგით ჰქონდეს აღებული;
j) „ტარიფი“ მგზავრთა გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის გადაზიდვის ღირებულებას და იმ პირობებს, რომელთა შესაბამისადაც მოქმედებს ეს ღირებულება, მაგრამ არ ითვალისწინებს ფოსტის გადატანის ღირებულებასა და პირობებს;
k) „ტერიტორია“ – სახელმწიფოსთან მიმართებაში აქვს ჩიკაგოს კონვენციის მე-2 მუხლით მინიჭებული მნიშვნელობა;
l) „მომსახურების საფასური“ ნიშნავს გადასახდელს, რომელიც ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოების მიერ ან მისი ნებართვით არის ავიასაწარმოსათვის დაწესებული აეროპორტის საშუალებებით, ქონებით, და/ან აეროსანავიგაციო საშუალებებით მათი უზრუნველყოფისათვის და მოიცავს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის, მგზავრების, ბარგისათვის და ტვირთისათვის საჭირო მოწყობილობების და მათთან დაკავშირებული მომსახურების საფასურს.
2. წინამდებარე შეთანხმების დანართი ითვლება მის განუყოფელ ნაწილა