1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას უფლება აქვს დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ავიასაწარმო შეთანხმებული მომსახურების განხორციელების მიზნით და გააუქმოს ან შეცვალოს ასეთი დანიშვნა ან შეცვალოს სხვა ავიასაწარმოთი მანამდე დანიშნული ავიასაწარმო. ასეთი დანიშვნა შესაძლებელია განსაზღვრავდეს თითოეული ავიასაწარმოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, შეთანხმებული მომსახურების განხორციელებისას. ავიასაწარმოს დამნიშნავი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება, წერილობით მიმართავს დანიშვნებისა და მასში ცვლილებების თაობაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას.
2. ასეთი დანიშვნის, შეცვლის და ჩანაცვლების შესახებ, დადგენილი ფორმითა და სახით, დანიშნული ავიასაწარმოსგან შეტყობინების და განაცხადის მიღებისას, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, მეორე ხელშემკვრელი მხარე დაუყოვნებლივ ანიჭებს დანიშნულ ავიასაწარმოს/ავიასაწარმოებს შესაბამის საექსპლუატაციო უფლებამოსილებას.
3. ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია მოსთხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს იმის მტკიცებულება, რომ ამ ავიასაწარმოს შესწევს უნარი დაიცვას ის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, რომელიც კონვენციის დებულებათა შესაბამისად ჩვეულებრივ და გონივრულად გამოიყენება ამ ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ხაზების ექსპლუატაციისას.
4. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია უარი თქვას წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საექსპლუატაციო უფლებამოსილების მინიჭებაზე ან წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლით განსაზღვრული უფლებებით სარგებლობისას მოსთხოვოს ავიასაწარმოს ისეთი პირობების შესრულება, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ხელშემკვრელი მხარე არ არის დარწმუნებული, რომ ავიასაწარმოს საქმიანობის ძირითადი ადგილი არის დამნიშნავი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და რომ ის ფლობს აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემულ ექსპლუატანტის სერტიფიკატს.
5. თუ ავიასაწარმო ამგვარად არის დანიშნული და ნებართვით აღჭურვილი, მას ნებისმიერ დროს შეუძლია თითოეული შეთანხმებული ხაზის ექსპლუატაციის დაწყება იმ პირობით, რომ ავიასაწარმო შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების ყველა სათანადო პირობას, ისევე, როგორც საექსპლუატაციო ნებართვებთან დაკავშირებულ სახელმწიფო მოთხოვნებს, მათი არსებობის შემთხვევაშ