1. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა იხმაროს ყველა ღონე იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ საფასურის დამწესებელი კომპეტენტური ხელისუფლების მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებზე დაწესებული ან დასაწესებლად ნებადართული მომსახურების საფასური აეროპორტებით და სხვა საავიაციო საშუალებებით სარგებლობისათვის, იყოს სამართლიანი და გონივრული. ეს საფასური  უნდა ეფუძნებოდეს ეკონომიკურად დასაბუთებულ პრინციპებს და არ უნდა იყოს უფრო მაღალი, ვიდრე იხდიან სხვა ავიასაწარმოები შესაბამისი მომსახურებისათვის.

2. მომსახურების საფასურთან მიმართებაში, არცერთმა ხელშემკვრელმა მხარემ არ უნდა მიანიჭოს უპირატესობა, მსგავს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაში ჩართულ საკუთარ ან სხვა ნებისმიერ ავიასაწარმოს/ავიასაწარმოებს და არ უნდა დააწესოს, ან მისცეს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოსათვის მომსახურებისუფრო მაღალი საფასურის  დაწესების უფლება,  ვიდრე დაწესებულია თავისი საკუთარი ავიასაწარმოებისათვის, რომლებიც ახორციელებენ მსგავს საერთაშორისო საჰაერო მომსახურებას, მსგავსი საჰაერო ხომალდით და მასთან დაკავშირებული საშუალებებითა და მომსახურებით სარგებლობისას.

3. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს  კონსულტაციების გამართვას საფასურის  დამწესებელ საკუთარ კომპეტენტურ ხელისუფლებასა  და იმ დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის, რომლებიც სარგებლობენ ამ ავისაწარმოების მიერ უზრუნველყოფილი მომსახურებითა და საშუალებებით. მომსახურების საფასურის ცვლილებების შესახებ ნებისმიერი წინადადების თაობაზე მომხმარებელს შეძლებისდაგვარად უნდა მიეწოდოს სათანადო შეტყობინება, შესაბამისი დამხმარე ინფორმაციითა და მონაცემებით, რათა მას შესაძლებლობა ჰქონდეს გამოხატოს თავისი აზრი გადასახდელის ცვლილებამდ