1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ათავისუფლებს იმპორტზე შეზღუდვებისაგან, საბაჟო გადასახდელებისაგან, პირდაპირი და არაპირდაპირი გადასახადებისაგან და ყველა სახელმწიფო და/ან ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ საერთაშორისო საჰაერო ხაზებზე ექსპლუატირებულ საჰაერო ხომალდს, საჰაერო ხომალდის მუდმივ მოწყობილობებს, საწვავს, საცხებ-საპოხ მასალებს, მოხმარებად ტექნიკურ მარაგს, სათადარიგო ნაწილებს (მათ შორის ძრავებს), საჰაერო ხომალდზე არსებულ მარაგს (მათ შორის, არამხოლოდ სურსათს, სასმელს, თამბაქოს და სხვა პროდუქტებს შეუზღუდავი რაოდენობით, რომლებიც განკუთვნილია ფრენის განმავლობაში მგზავრებისათვის მიყიდვის ან მოხმარებისთვის) და სხვა ნივთების, რომლებიც განკუთვნილია ან გამოიყენება მხოლოდ დანიშნული ავიასაწარმოების საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურებისათვის. აღნიშნული გადასახადებისგან აგრეთვე თავისუფლდება ავიაბილეთები, ავიაზედნადებები, პერსონალის უნიფორმები, ნებისმიერი საბეჭდი მასალა, რომელზედაც არის აღნიშნული ავიასაწარმოს ლოგო და ავიასაწარმოს მიერ უფასოდ გავრცელებული სარეკლამო მასალა.
2. ამ მუხლით დადგენილი შეღავათებით სარგებლობს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ის ნივთები, რომლებიც:
a) ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ ან მისი სახელით არის შემოტანილი;
b) ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზე რჩება და/ან გამოიყენება ფრენის დროს მისი მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩაფრენის ან ამ ტერიტორიიდან გამოფრენის დროს;
c) ატანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზე მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და განკუთვნილია შეთანხმებული საჰაერო მომსახურების განსახორციელებლად, მითითებული საჰაერო ხომალდის მიერ გამოყენებისათვის, იმისდა მიუხედავად, ხდება თუ არა ამგვარი ნივთების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენება იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელმაც ავიასაწარმოები გაათავისუფლა საბაჟო გადასახდელისგან/სხვა გადასახადებისგან, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ ნივთებზე საკუთრების უფლების გადაცემა არ მომხდარა აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
3. როგორც საბორტო მოწყობილობა, ასევე მასალები, მარაგი და ხომალდზე არსებული სასურსათო მარაგი, რომლებიც ჩვეულებრივ რჩება თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდზე, შეიძლება გადმოიტვირთოს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მხოლოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ადმინისტრაციის თანხმობით. ამ შემთხვევაში, ასეთ აღჭურვილობაზე და მასალებზე ვრცელდება წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი შეღავათები იმ პირობით, რომ ისინი, მოთხოვნისამებრ, შეინახება აღნიშნული საბაჟო ადმინისტრაციის ზედამხედველობის ქვეშ მანამდე, სანამ არ იქნება უკან გატანილი, ან საბაჟო წესების თანახმად, სხვაგვარად არ იქნება განკარგული;
4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათები ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოები აფორმებენ ხელშეკრულებას სხვა ავიასაწარმოსთან/ავიასაწარმოებთან მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე პირველ პუნქტში აღნიშნული სტანდარტული აღჭურვილობის და სხვა საგნების ვადიან სარგებლობაში გადაცემის ან ტრანსფერის შესახებ იმ პირობით, რომ ეს ავიასაწარმოც თავისუფლდება გადასახდელებისაგან აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის მიე