1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ორმხრივ საფუძველზე, ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს აძლევს თავისუფალი კონკურენციის საშუალებას წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისას.

2. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ, თავისი სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში, უნდა გაატაროს სათანადო ზომები ყველა სახის დისკრიმინაციული და არაკონკურენტუნარიანი ან მძარცველური მეთოდების აღმოსაფხვრელად წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული უფლებების განსახორციელებლად.

3. ნებისმიერი მომსახურების (სამგზავრო, სატვირთო, ცალ-ცალკე ან კომბინირებულად) განხორციელებისას ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ტიპზე/ტიპებზე და/ან ტევადობაზე და სიხშირეზე არ უნდა არსებობდეს შეზღუდვები. თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს დამოუკიდებლად განსაზღვროს მის მიერ შეთავაზებული შეთანხმებული მომსახურების ტევადობა და სიხშირე.

4. არცერთმა ხელშეკრელმა მხარემ ცალმხრივად არ უნდა შეზღუდოს მიმოსვლის ტევადობა, სიხშირე, მომსახურების რეგულარობა ან იმ საჰაერო ხომალდის ტიპის (-ების), რომელიც ექსპლუატირებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც განსაზღვრულია საბაჟო, ტექნიკური, საექსპლუატაციო და ეკოლოგიური მოთხოვნებისათვის ერთგვაროვან პირობებზე კონვენციის მე-15 მუხლის შესაბამისად.

5. არცერთი ხელშემკვრელი მხარე არ წაუყენებს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს მოთხოვნას, უზრუნველყოს თავისი დანიშნული ავიასაწარმო პირველი არჩევანის უფლებით, შეზღუდოს მეორე მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო დატვირთვის კოეფიციენტით, ასევე არ დააკისრებს მიუღებელ გადასახდელს. და არ წაუყენებს ნებისმიერ სხვა მოთხოვნას, რომელიც უკავშირდება ტევადობას, ფრენის სიხშირეებს ან მიმოსვლას და რომელიც არ შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების მიზნებ