1. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული ან ვარგისად აღიარებული და ჯერ კიდევ ძალაში მყოფი სერტიფიკატები, მოწმობები და ლიცენზიები, მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეთანხმებული მომსახურების ექსპლუატაციისთვის ვარგისად იქნება აღიარებული, ყოველთვის იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი სერტიფიკატების, მოწმობების და ლიცენზიების გაცემისა და ვარგისად ჩათვლის მოთხოვნები შეესაბამება ან უტოლდება კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სრტანდარტებს.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას არ სცნოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ, ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადაფრენის მიზნით, მის მოქალაქეებზე გაცემული დაშვების მოწმობები და ლიცენზიები.

3. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული ან ვარგისად აღიარებული სერტიფიკატების ან ლიცენზიების პრიორიტეტი ან პირობები იძლევა კონვენციით დადგენილი სტანდარტებისგან განსხვავების საშუალებას, იმის მიუხედავად არის თუ არა იგი დარეგისტრირებული საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში, მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია, 10(2) მუხლის თანახმად, პირველი ხელშემკვრელი მხარის უფლებების შელახვის გარეშე, მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებასთან მე-19 მუხლის შესაბამისად, რათა დარწმუნდეს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი პრაქტიკა მათთვის მისაღებია. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნა მიღწეული დამაკმაყოფილებელი შეთანხმება, გამოყენებული იქნება ამ შეთანხმების 4(1) მუხლ