1. თითოელი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ეძლევა უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დააარსოს ოფისები საჰაერო გადაზიდვების და გადაზიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების, ასევე საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელებისათვის საჭირო დამხმარე პროდუქციისა და საშუალებების გაყიდვის მიზნით.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის უზრუნველყოფის მიზნით, ექნება უფლება შეიყვანოს და ჰყავდეს საკუთარი მენეჯერი, კომერციული, ოპერატიული, სავაჭრო, ტექნიკური პერსონალი და წარმომადგენლები.
3. წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტში ნახსენები საშტატო და წარმომადგენლობითი ერთეულების დაკომპლექტება, დანიშნული საწარმოს სურვილისამებრ, შეიძლება განხორციელდეს თავისი ნებისმიერი ეროვნების პერსონალით ან გამოყენებულ იქნეს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი იმ ორგანოების, კომპანიების ან ავიასაწარმოების მომსახურება, რომლებიც უფლებამოსილნი არიან შეასრულონ ასეთი მომსახურება აღნიშნულ ტერიტორიაზე.
4. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს ენიჭება უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განახორციელოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და მისი დამხმარე პროდუქციის და საშუალებების რეალიზაცია ან უშუალოდ და მათი შეხედულებისამებრ, დანიშნული აგენტების მეშვეობით. ამ მიზნისთვის, დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს გამოიყენოს გადაყვანა-გადაზიდვის საკუთარი დოკუმენტაცია. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავისაწარმოს უფლება აქვს გაყიდოს, ხოლო ნებისმიერ პირს ექნება უფლება შეისყიდოს ამგვარი გადაყვანა-გადაზიდვები და მისი დამხმარე პროდუქცია და საშუალებები ადგილობრივ ფულად ერთეულში ან ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერ სხვა თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში.
5. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავისაწარმოებს ენიჭება უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადაიხადოს ადგილობრივი ხარჯები ადგილობრივ ან ნებისმიერ სხვა თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად.
6. თითოეული ხელშემკვრელი მხარე გამოიყენებს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ ფორმულირებულ ქცევის კოდექს მისი ტერიტორიის შიგნით რეზერვირების კომპიუტერული სისტემის რეგულირებისა და ექსპლუატირებისათვის, რომელიც შეესაბამება რეზერვირების სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებულ წესებსა და ვალდებულებებს.
7. დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს შეასრულოს საკუთარი სახმელეთო მომსახურება მგზავრების რეგისტრაციისას მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს უფლებები არ ითვალისწინებს უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით კონტროლირებადი ზონის სახმელეთო მომსახურებას და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დაწესებული შეზღუდვები, თუ ამას ითვალისწინებს აეროპორტის უსაფრთხოება, უშიშროება და აეროპორტის ინფრასტრუქტურა. იმ შემთხვევაში, როდესაც უშიშროების და უსაფრთხოების გათვალისწინებით ვერ მოხერხდება წინამდებარე პუნქტში აღნიშნული უფლებების განხორციელება, ასეთი სახის მიწისზედა მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება, დისკრიმინაციისა და უპირატესობის მინიჭების გარეშე ნებისმიერი შესაბამისი საერთაშორისო საჰაერო მომსახურებით დაკავებული ავიასაწარმოსათვის.
8. ორმხრივ საფუძველზე და წინამდებარე მუხლის მე-7 პუნქტით მინიჭებულ უფლებებზე დამატებით, ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ თითოეულ ავიასაწარმოს ექნება უფლება აირჩიოს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ უფლებამოსილი კონკურენტი მიწისზედა მომსახურების აგენტებიდან ნებისმიერი აგენტი, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ შეასრულებს მიწისზედა მომსახურებებს.
9. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს შეიძლება მიეცეს უფლება წინამდებარე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მიწისზედა მომსახურების უზრუნველყოფა, მთლიანად ან ნაწილობრივ, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებული იგივე აეროპორტებში მოქმედი ავიასაწარმოებისათვის.
10. ყველა ზემოხსენებული საქმიანობა შესრულებული იქნება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი სათანადო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისა