1. საერთაშორისო სამართლის ნორმებით მინიჭებული უფლებებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ერთმანეთის მიმართ ვალდებულებას დაიცვან სამოქალაქო ავიაციის უშიშროება კანონსაწინააღმდეგო ქმედებათაგან, რომელიც წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

2. საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე მინიჭებული უფლებებისა და ნაკისრი ვალდებულებების ზოგადი ხასიათის შეუზღუდავად, ხელშემკვრელი მხარეები იმოქმედებენ, სახელდობრ: „საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულთა და ზოგიერთი სხვა მოქმედების შესახებ“ კონვენცია 1963 წლის 14 სექტემბერს ტოკიოში ხელმოწერილი; „საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ,“ 1970 წლის 16 დეკემბერს ქ. ჰააგაში ხელმოწერილი, „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ,“ 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი „სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული უკანონო აქტების შესახებ“ კონვენციების დებულებებისა და ამ უკანასკნელზე დამატებული „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის თაობაზე“ 1988 წლის 24 თებერვალს ხელმოწერილი ოქმის,  1991 წლის 1 მარტს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენციის „პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ მათი გამოვლენის მიზნით“ ისევე, როგორც საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი შეთანხმებების შესაბამისად, რომელიც სავალდებულოა ორივე ხელშემკვრელი მხარისთვის.

3. თხოვნის საფუძველზე, ხელშემკვრელი მხარეები ყოველგვარ აუცილებელ დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრების, ეკიპაჟის, აეროპორტებისა და სააერნაოსნო საშუალებების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა ამგვარი უკანონო ქმედებები და მათი განხორციელების ნებისმიერი სხვა მუქარა, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას.

4. ორმხრივი ურთიერთობისას, ხელშემკვრელი მხარეები იმოქმედებენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორანიზაციის მიერ დაწესებული საავიაციო უშიშროების დებულებების შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს კონვენციის დანართებს, იმდენად, რამდენადაც ისინი გამოიყენება მათ მიერ.

5. გარდა ამისა, ხელშემკვრელი მხარეები წაუყენებენ მოთხოვნებს მათი რეგისტრაციის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს, რომელთა საქმიანობის ძირათადი ადგილი, ან მუდმივი ადგილსამყოფელი არის მათ სახელმწიფოს ტერიტორიაზე და საკუთარ ტერიტორიაზე არსებული აეროპორტების ექსპლუატანტებს, იმოქმედონ სამოქალაქო საავიაციო  უშიშროების იმ დებულებათა შესაბამისად, რომელიც გამოიყენება ხელშემკვრელი მხარეების მიერ.

6. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, მეორე ხელშემკვრელმა მხარემ მოსთხოვოს საჰაერო ხომალდის ასეთ ექსპლუატანტებს დაიცვან ზემოხსენებულ მე-4 პუნქტში მოცემული საავიაციო უშიშროების დებულებები, რაც სავალდებულოა ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის, გამოსვლისა და ამ ტერიტორიაზე ყოფნისთვის.

7. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავის სახელმწიფო ტერიტორიაზე უზრუნველყოფს სათანადო უშიშროების ზომების გატარებას, რათა დაიცვას საჰაერო ხომალდი და უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით ეკრანზე შეამოწმოს მგზავრები, ეკიპაჟი, ხელბარგი და უშიშროების უზრუნველსაყოფად მოახდინოს განახორციელოს შემოწმება ბარგის, ტვირთისა და საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგის ჩასხდომა-ჩატვირთვამდე.  თითოეული ხელშემკვრელი მხარე დადებითად განიხილავს, აგრეთვე, მეორე ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერ თხოვნას განახორციელოს სპეციალური უშიშროების გონივრული ღონისძიებები კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით.

8. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების ან მისი უკანონოდ ხელში ჩაგდების მუქარის არსებობისას, ან ამგვარი საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტებისა და აეროსანავიგაციო საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული და სხვა უკანონო ქმედებების დროს, ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გამარტივებით, რომელიც მიმართულია ამ ინციდენტის ან მისი ჩადენის მუქარის სწრაფი და უსაფრთხო აღკვეთისაკენ იმ პირობით, რომ სისწრაფე სიცოცხლისათვის მინიმალურ საფრთხეს ქმნიდეს.

9. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მიიღოს ისეთი ზომები, რომელსაც ის ჩათვლის განსახორციელებლად შესაძლებელს, რათა უზრუნველყოს, რომ მის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდებისას ან სხვა უკანონო დაბრკოლებების წარმოქმნისას დაკავებულ იქნეს მანამ, სანამ მისი გაფრენა არ იქნება სავალდებულო მგზავრებისა და ეკიპაჟის სიცოცხლის დაცვის უმთავრესი ვალდებულებით.

10. როდესაც ერთ ხელშემკვრელ მხარეს აქვს მტკიცებულება იმისა, რომ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ დაარღვია ამ მუხლის დებულებები, ამ ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია მოსთხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას კონსულტაციების დაუყოვნებლივ ჩატარება. ამგვარი მოთხოვნიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში დამაკმაყოფილებელი შეთანხმების მიუღწევლობა შემთხვევაში გახდება მე-4 მუხლის პირველი პუნქტის განხორციელების ამოქმედების საფუძველი. თუ მოითხოვება სერიოზული კრიტიკული საგანგებო შემთხვევების დროს, მოთხოვნისთანავე, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია განახორციელოს დროებითი მოქმედება, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, თხუთმეტი (15) დღის ამოწურვამდე. წინამდებარე პუნქტის თანახმად განხორციელებული ნებისმიერი ქმედება იქნება შეწყვეტილი მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ მუხლის უშიშროების დებულებების შესრულების შემთხვევაშ