1. საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე მინიჭებული უფლებებისა და ნაკისრი ვალდებულებების თანახმად, ორივე ხელშემკვრელი მხარე ადასტურებს, რომ მათი ურთიერთვალდებულებები, უზრუნველყონ სამოქალაქო ავიაციის უშიშროება უკანონო ხელყოფის ქმედებების შემთხვევაში, წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მათი უფლებებისა და ვალდებულებების განზოგადების შეუზღუდავად, ხელშემკვრელი მხარეები იხელმძღვანელებენ ქ. ტოკიოში 1963 წლის 14 სექტემბერს ხელმოწერილი კონვენციით „საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულებათა და ზოგიერთ სხვა მოქმედებათა შესახებ“; 1970 წლის 16 დეკემბერს ქ. ჰააგაში ხელმოწერილი კონვენციით „საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“; 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენციით „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ“; 1988 წლის 24 თებერვალს ქ. მონრეალში ხელმოწერილი ოქმით „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ“; 1991 წლის 1 მარტს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენციით „პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ მათი გამოვლენის მიზნით“ ისევე, როგორც სამოქალაქო ავიაციის უშიშროებასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი კონვენციითა და ოქმით, რომელიც სავალდებულოა ორივე ხელშემკვრელი მხარისთვის.

2. მოთხოვნის საფუძველზე, ხელშემკვრელი მხარეები ყოველგვარ აუცილებელ დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს, რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრების, ეკიპაჟის, აეროპორტებისა და სანავიგაციო საშუალებების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა ამგვარი უკანონო ქმედებები და სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ ნებისმიერი სხვა მუქარა.

3. ორმხრივი ურთიერთობისას ხელშემკვრელი მხარეები იმოქმედებენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაწესებული საავიაციო უშიშროების დებულებების შესაბამისად, რომლებიც წარმოადგენს კონვენციის დანართებს, იმდენად, რამდენადაც ხელშემკვრელი მხარეებისათვის აღნიშნული უშიშროების დებულებები და მოთხოვნები მისაღებია და მოსთხოვენ მათი რეგისტრაციის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს, ან იმ საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი ადგილი და მუდმივი ადგილსამყოფელი არის მათ სახელმწიფო ტერიტორიაზე და მათ სახელმწიფო ტერიტორიაზე არსებული აეროპორტების ექსპლუატანტებს, რომ მათ იმოქმედონ სამოქალაქო ავიაციის უშიშროების აღნიშულ დებულებათა შესაბამისად.

4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, რომ წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს შეიძლება მოეთხოვოთ დაიცვან ამავე პუნქტში მოცემული საავიაციო უშიშროების დებულებები, რაც სავალდებულოა ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე შესვლის, გამოსვლისა და ამ ტერიტორიაზე ყოფნისთვის.

5. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს, რომ მის სახელმწიფო ტერიტორიაზე სათანადო ზომები ეფექტურად იქნეს გამოყენებული, რათა დაიცვას საჰაერო ხომალდი და შეამოწმოს მგზავრები, ეკიპაჟი, ხელბარგი, ბარგი, ტვირთი და საჰაერო ხომალდის მარაგები ჩასხდომა-ჩატვირთვამდე და ჩასხდომა-ჩატვირთვისას. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დადებითად შეხვდება მეორე ხელშემკვრელი მხარის თხოვნას უშიშროების სპეციალურ ღონისძიებათა გატარების თაობაზე კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით.

6. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების ან ამ ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების მუქარის არსებობისას, ან მისი მგზავრების, ეკიპაჟის, საჰაერო ხომალდის, აეროპორტების ან საჰაერო ნავიგაციის საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებების დროს, ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გამარტივებით, რომლებიც მიმართული იქნება ამ ინციდენტის ან მუქარის რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ შეწყვეტისაკე