1. თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე მიზანშეწონილად ჩათვლის ამ შეთანხმების ნებისმიერ დებულებაში ცვლილების შეტანას, მას ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაცია ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებებს შორის ამ შეთანხმების მე-16 მუხლის შესაბამისად.

2. წინამდებარე შეთანხმებაში შეტანილი ცვლილებები გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების 22-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

3. წინამდებარე შეთანხმების დანართში ნებისმიერი ცვლილება შეიძლება პირდაპირ შეთანხმდეს ხელშემკვრელი სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებებს შორის და ძალაში შევა დიპლომატიური ნოტების გაცვლით დადასტურების შემდე