1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ან მის საავიაციო ხელისუფლებებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მოითხოვონ კონსულტაციების გამართვა მეორე ხელშემკვრელ მხარესთან ან მის საავიაციო ხელისუფლებებთან.

2. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ან მისი საავიაციო ხელისუფლებების მიერ მოთხოვნილი კონსულტაციები შეიძლება გაიმართოს დისკუსიის სახით ან მიმოწერით და უნდა დაიწყოს მათ გამართვაზე თხოვნის წერილობითი ფორმით მიღებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, თუ სხვაგვარად არ შეთანხმდებია