თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება მეორე ხელშემკვრელ მხარეს მის მიერ წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის გადაწყვეტილების თაობაზე. ამგვარი შეტყობინება იმავდროულად უნდა გაეგზავნოს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას. ამ შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმება წყდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან თორმეტი (12) თვის შემდეგ, თუ ამ ვადის გასვლამდე ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არ განხორციელდა შეტყობინების უკან გახმობა. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ არ დაადასტურა შეტყობინების მიღება, მაშინ იგი მიღებულად ჩაითვლება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან თოთხმეტი (14) დღის შემდე
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ · რედაქცია 05.06.2025
მუხლი 21. შეწყვეტა
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 21, №12/8, 05.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016845 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6778094/muxli-21/