1. იმ შემთხვევაში, თუ ამ შეთანხმების განმარტების ან იმპლემენტაციის თაობაზე ხელშემკვრელ მხარეებს შორის წამოიჭრება რაიმე სახის დავა, ხელშემკვრელი მხარეები, უპირველეს ყოვლისა, შეეცდებიან მოაგვარონ იგი მოლაპარაკებების გზით.

2. მოლაპარაკებების გზით მორიგების მიუღწევლობის შემთხვევაში, მხარეებმა შეიძლება დავა განსახილველად გადასცენ სხვა პირს ან ორგანოს. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა შეიძლება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით გადაეცეს სამი (3) არბიტრისაგან შემდგარ საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელთაგან თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს ერთ არბიტრს, ხოლო მესამე არბიტრი ინიშნება ორი დანიშნული არბიტრის მიერ. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს არბიტრს, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარისგან დიპლომატიური არხების საშუალებით გაგზავნილი დავის საარბიტრაჟო ორგანოს მიერ განხილვის თხოვნის შეტყობინების მიღებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, ხოლო მესამე არბიტრი ინიშნება შემდგომი სამოცი (60) დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე ვერ შეძლებს განსაზღვრულ ვადებში არბიტრის დანიშვნას ან მესამე არბიტრი დადგენილ პერიოდში არ არის დანიშნული, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, შეუძლია დანიშნოს არბიტრი ან არბიტრები, როგორც საქმე მოითხოვს. თუ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტი რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა, დანიშვნა შეიძლება ეთხოვოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც წარმოადგენს მესამე სახელმწიფოს მოქალაქეს. ასეთ შემთხვევაში მესამე არბიტრი არის მესამე სახელმწიფოს მოქალაქე და შეასრულებს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას.

3. საარბიტრაჟო სასამართლო განსაზღვრავს საკუთარ პროცედურას.

4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ფარავს მის მიერ დანიშნული არბიტრის ხარჯებს, ისევე როგორც საარბიტრაჟო სასამართლოს პროცესებზე მისი წარმომადგენლობის ხარჯებს. საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარისა და სხვა ნებისმიერი ხარჯები დაიფარება ხელშემკვრელი მხარეების მიერ თანაბარ წილად.

5. ხელშემკვრელი მხარეები ასრულებენ საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილ ნებისმიერ გადაწყვეტილება