1. იმ შემთხვევაში, თუ ამ შეთანხმების და მისი დანართ(ებ)ის განმარტების ან გამოყენების თაობაზე ხელშემკვრელ მხარეებს შორის წამოიჭრება რაიმე სახის დავა, ხელშემკვრელი მხარეები, უპირველეს ყოვლისა, შეეცდებიან მოაგვარონ იგი მოლაპარაკებათა გზით.

2. თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ შეძლებენ დავის გადაწყვეტას  მოლაპარაკებათა გზით, მათი შეთანხმებით, სადავო საკითხი საკონსულტაციო დასკვნისთვის შეიძლება  გადაეცეს რომელიმე პირს ან ორგანოს.

3. პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად ხელშემკვრელ მხარეთა მიერ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დავა გადასცეს სამი არბიტრისაგან შემდგარ საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელთაგან ორი ინიშნება ხელშემკვრელ მხარეთა მიერ და ერთი  არის  თავმჯდომარე. დავის საარბიტრაჟო სასამართლოსთვის გადაცემის შემთხვევაში, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნიშნავს არბიტრს დავის არბიტრაჟისთვის გადაცემის შესახებ შეტყობინების მიღებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, ხოლო თავმჯდომარე ინიშნება ორი წარდგენილი არბიტრიდან ბოლო არბიტრის დანიშვნის შემდგომი სამოცი (60) დღის განმავლობაში. თუ რომელიმე  მხარე ვერ შეძლებს განსაზღვრულ ვადებში არბიტრის დანიშვნას ან წარდგენილი არბიტრები ვერ თანხმდებიან თავმჯდომარის კანდიდატურაზე დადგენილ პერიოდში, ერთ-ერთმა ხელშემკვრელმა მხარემ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს შეიძლება მიმართოს შესაბამისი არბიტრის ან თავმჯდომარის დანიშვნის თხოვნით, კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით. ამასთან, თავმჯდომარე უნდა იყოს იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც, დანიშვნის მომენტში, აქვს დიპლომატიური ურთიერთობა ორივე ხელშემკვრელ მხარესთან.

4. იმ შემთხვევაში, თუ თავმჯდომარეს ნიშნავს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტი, და თუ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტს არ შეუძლია აღნიშნული ფუნქციის შესრულება ან ის  რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა, დანიშვნას განახორციელებს ვიცე-პრეზიდენტი და თუ ვიცე-პრეზიდენტსაც არ შეუძლია აღნიშნული ფუნქციის შესრულება ან ის რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა, დანიშვნას ახორციელებს საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ რანგით ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც არც ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე არ არის.

5. ხელშემკვრელ მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა დებულებების საფუძველზე, საარბიტრაჟო სასამართლო თავად განსაზღვრავს თავის პროცედურებსა და არბიტრაჟის ჩატარების ადგილს.

6. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა ხელშემკვრელ მხარეთათვის.

7. თავმჯდომარის  ხარჯებს, მათ შორის, ICAO-ს  საბჭოს მიერ გაწეულ ხარჯებს, თანაბრად იყოფენ ხელშემკვრელი მხარეები. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავად დაფარავს იმ არბიტრის  ხარჯებს, რომელიც მას წარმოადგენ