1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს წერილობით შეატყობინოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავისი გადაწყვეტილება წინამდებარე შეთანხმებისთვის მოქმედების შეწყვეტის შესახებ. ამგვარი შეტყობინება იმავდროულად უნდა გაეგზავნოს  სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას.

2. ამ შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმებას მოქმედება შეუწყდებ მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან თორმეტი (12) თვის შემდეგ, თუ ამ ვადის გასვლამდე, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, არ განხორციელდა შეტყობინების უკან გამოთხოვნა. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ არ დაადასტურა შეტყობინების მიღება, მაშინ იგი მიღებულად ჩაითვლება სამოქალაქო ავიაციის  საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან თოთხმეტი (14) დღის შემდე