წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ  ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხების მეშვეობით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს.

რის დასტურადაც, წინამდებარე შეთანხმებას ხელი მოაწერეს შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა. განრიგი წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.შესრულებულია ქ. რიადში, 2019 წლის 1 აპრილს, ორ დედნად, ქართულ, არაბულ, და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. შეთანხმების განხორციელების მიზნით, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს გადაეცემა თითოეულ ენაზე შესრულებული ერთი დედანი. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებასთან დაკავშირებით რაიმე უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს მთავრობის სახელით

საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობის

სახელ