1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია აღკვეთოს ლიზინგით აღებული საჰაერო ხომალდის გამოყენება წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებში, თუ იგი არ შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების მე-13 (უსაფრთხოება) და მე-14 (საავიაციო უშიშროება) მუხლების დებულებებს.
2. 1) პუნქტის შესაბამისად, თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს შეუძლიათ განახორციელონ გადაყვანა-გადაზიდვის ოპერაციები წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად:
ნებისმიერი კომპანიისაგან, მათ შორის ავიასაწარმოსაგან ეკიპაჟის გარეშე ლიზინგით აღებული საჰაერო ხომალდის გამოყენებით;
იმავე ხელშემკვრელი მხარის სხვა ავიასაწარმოებისაგან ლიზინგით აღებული ეკიპაჟიანი საჰაერო ხომალდის გამოყენებით;
მეორე მხარის ავიასაწარმოებისაგან ლიზინგით აღებული ეკიპაჟიანი საჰაერო ხომალდის გამოყენებით; და
მესამე ქვეყნების ავიასაწარმოებისაგან ლიზინგით აღებული ეკიპაჟიანი საჰაერო ხომალდის გამოყენებით.
იმ პირობით თუ „b“, „c“ და „d“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ოპერაციებში მონაწილე ყველა ავიასაწარმო ფლობს შესაბამის ნებართვას და პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომლებიც, როგორც წესი, ამგვარი ოპერაციების მიმართ ვრცელდება.
3. მე-2 პუნქტის „d“ ქვეპუნქტის მიუხედავად, თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს შეუძლიათ განახორციელონ გადაყვანა-გადაზიდვის ოპერაციები წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მესამე ქვეყნების ავიასაწარმოებისგან მოკლევადიან, სპეციალურ საფუძველზე ლიზინგით აღებული ეკიპაჟიანი საჰაერო ხომალდის გამოყენები