1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, რომ:
a) წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელებისას, თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს ჰქონდეს სამართლიანი და თანაბარი კონკურენციის შესაძლებლობა; და
b) მიიღოს ზომები დისკრიმინაციის ყველა ფორმის ან უსამართლო კონკურენციის პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს კონკურენტუნარიანობაზე.
2. ხელშემკვრელი მხარეები, თავიანთი კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში, დაეხმარებიან ერთმანეთის ავიასაწარმოებს კონსულტაციების გაწევის გზით იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამება შეთავაზებული ავიასაწარმოს საქმიანობა კონკურენციის მარეგულირებელ კანონმდებლობას, პოლიტიკასა და პრაქტიკას.
3. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ წაუყენებს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს პირველი უარის მოთხოვნას, არ შეზღუდავს მას დატვირთვის კოეფიციენტით, არ დააკისრებს პრეტენზიის გამოუთქმელობის გადასახადს და ნებისმიერ სხვა მოთხოვნას, რომელიც უკავშირდება საჰაერო ხომალდის ტევადობას, გადაყვანა-გადაზიდვის სიხშირესა და მოცულობას და არ შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების მიზნებ