1. ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, რომ ავიასაწარმოთა შემდეგი ქმედებები ჩაითვალოს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტებად, რომლებიც  შესაძლოა უფრო ყურადღებიან შესწავლას საჭიროებდეს:

a) მარშრუტებზე ხაზების ექსპლუატაციისთვის ისეთი ფასებისა და სატარიფო განაკვეთების დაწესება, რომლებიც, მთლიანობაში, არასაკმარისია იმ მომსახურებათა ხარჯების დასაფარად, რომლებზეც დაწესებულია ეს ფასები და ტარიფები;

b) აღნიშნული ქმედებები ატარებს განგრძობად და არა  დროებით ხასიათს;

c) აღნიშნული ქმედებები სერიოზულ ნეგატიურ ეკონომიკურ ზემოქმედებას ახდენს, ან მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სხვა ავიასაწარმოს;

d) აღნიშნული ქმედებები აშკარად გამიზნულია, ან სავარაუდოა, რომ გამოიწვევს სხვა ავიასაწარმოს პარალიზებას, ბაზარზე არდაშვებას, ან ბაზრიდან გაძევებას.

2. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოები ჩათვლიან, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ დაგეგმილი ან განხორციელებული ოპერაცია ან ოპერაციები წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ კონკურენციას 1-ლ პუნქტში განსაზღვრული  ინდიკატორების შესაბამისად, პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, მათ შეიძლება მოითხოვონ კონსულტაციების გამართვა მე-17 მუხლის  (კონსულტაციები და ცვლილებები) შესაბამისად. ამგვარ მოთხოვნას თან უნდა დაერთოს მისი დასაბუთება. კონსულტაციები გაიმართება მოთხოვნის წარდგენიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში.

3. თუ ხელშემკვრელი მხარეები პრობლემის გადაწყვეტას ვერ შეძლებენ კონსულტაციების გზით, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს, დავის გადაწყვეტის მიზნით, შეუძლია გამოიყენოს დავის გადაწყვეტის მექანიზმი 31-ე მუხლის (დავების გადაწყვეტა) შესაბამისა