მგზავრები, ბარგი და ტვირთი, რომელიც ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გადაადგილდება პირდაპირი ტრანზიტით და არ ტოვებს ამ მიზნით  გამოყოფილ აეროპორტის ტერიტორიას, არ ექვემდებარება რაიმე შემოწმებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას მოითხოვს საავიაციო უსაფრთხოების, ნარკოტიკული კონტროლის, უკანონო შესვლის აღკვეთის ზომები, ან განსაკუთრებული გარემოებები. ამ თვალსაზრისით,  ბარგი და ტვირთი პირდაპირი ტრანზიტისას თავისუფლდება ნებისმიერი საბაჟო გადასახადისაგა